ფიქსირებული ქსელების ადგილობრივი სატელეფონო სადგურების ნუმერაცია 4 ივნისიდან იცვლება.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად
თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად - 2 დაემატება; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX გახდება 276 XXXX.
რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-თ, ხოლო თავად რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში, სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი - 1, შეიცვლება ციფრი 2-ით. მაგალითად სააბონენტო ნომერი 15 XXXX გახდება 25 XXXX; რუსთავში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იყოს ნუმერაციის კომბინაცია - 341-2X-XX-XX;
კომისიის ინფორმაციით, ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით. ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი – 2. მაგალითად, ქუთაისში, სატელეფონო ნომერი 3XXXX გახდება 23XXXX; ქალაქ ქუთაისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იყოს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია - 421 23XXXX;
----------------------------
მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია 20 ივნისიდან იცვლება.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად,
მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება - 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX გახდება 577-XX-XX-XX; ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან მობილურ ქსელში დასარეკად აბონენტმა უნდა გამოიყენოს ციფრების კომბინაცია 8-577- XX-XX-XX.
ამასთან, მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) აბონენტმა უნდა აკრიფოს ციფრების კომბინაცია 577-XX-XX-XX.
-----------------------------
საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად, ფიჭური პრინციპით მომუშავე ფიქსირებული სატელეფონო ქსელების ნუმერაცია იცვლება.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ცვლილება ძალაში 27 ივნისს 00:00 საათზე შევა. კერძოდ. უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება 7. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 90-XX-XX-XX გახდება 790-XX-XX-XX.
ფიქსირებული სადენიანი სატელეფონო ნომრიდან (მაგალითად, სილქნეტის, ახტელის ნომრიდან) ან მობილური ქსელიდან უსადენო ფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე დასარეკად აბონენტმა უნდა გამოიყენოს ციფრების შემდეგი კომბინაცია 8-790-XX-XX-XX, ხოლო უსადენო ფიქსირებულ ქსელებში (მაგთიფიქსი, სილქნეტის უსადენო ტელეფონი) სატელეფონო ზარის შესრულებისას, ციფრების შემდეგი კომბინაცია: 790-XX-XX-XX.
-----------------
წყარო:
http://www.interpressnews.ge/ge/dghis-yvel...ml?view=allnews
Lord Jesus Christ, Son of God, have mercy on me, a sinner.