#61713325 · 22 Nov 2024, 09:09 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წარმოიდგინეთ ზიხარ საკუთარ სახლში, მაგიდაზე დევს მცირე ზომის რადიოსამოყვარულო ტრანსივერი (მიმღებ-გადამცემი), რომელიც კაბელით შეერთებულია გარე ანტენასთან და დათქმულ დროსა და დათქმულ დიაპაზონზე იღებ მონაწილეობას სხვადასხვა სახის საერთაშორისო თუ ადგილობრივ შეჯიბრებაში. რათქმაუნდა ეს რადიოკავშირი ტარდება ინტერნეტის და ყველანაირი ქსელების გარეშე, ცოცხლად პირდაპირ ეთერში.
თქვენს მიერ გაგზავნილი რადიოტალღები იგზავნება თქვენი ანტენის საშუალებით რადიოსამოყვარულოეთერში, რომელიც გადასერავს მთებს, ზღვებს, ტერიტორიებს, ქვეყნებს, ქალაქებს, სადაც ნებისმიერ იქაურ რადიომოყვარულს შეუძლია თქვენი რადიოსიგნალის მიღება. საინტერესო კი ისაა კი ვინ და რომელი ქვეყნის მაცხოვრებელი გიპასუხებთ, რამდენ ქვეყანას თუ ქალაქს დაუკავშირდებით. თითოეული რადიოკავშირი გაძლევთ რაღაც ქულას, რომელსაც აჯამებთ და ამრავლებს ქვეყნების და კონტინენტების რაოდენობაზე. ჯამში გამარჯვებული ისაა, ვინც დაამყარებს ბევრ რადიოკავშირს, მეტ ქვეყანასთან და მეტ კონტინენტთან.
--------------------
ეს ოპოზიცია არ გვივარგა, მაგრამ ხელისუფლება მასზედ უარესია
|