Wireless Network _ის დამონტაჟება და ინსტალირება არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენს, მე უკვე თითქმის ორი წელია ვხმარობ და არასოდეს არანაირი პრობლემა არ მქონია (ერთხელ იყო, ისიც იმის გამო, რომ მეზობელმაც იგივე სისტემა დააყენა თან იგივე არხზე, შევცვალეთ არხები და ორივე საათივი მუშაობს)
მე ვხმარობ Linksys BEFW11S4 Wireless Router 4 Port Switch, რომელზეც მხოლოდ ერთი კომპია კაბელით შეერთებული და 12 Wireless Client WUSB11 ადაპტერებით

(ინტერნეტი კაბელზე მაქვს, საკმაოდ მაღალი სიჩქარით, მაგრამ ცოტა ძვირი 55 ევრო თვეში, ხოდა ჯერ ერთ მეზობელს შევთავაზე ნახევარ ფასში ინტერნეტს მოგცემ თქვა, ხოდა აეწყო მერე თავისით, მოკლედ ეხლა მაგ რუტერის წყალობით თვეში 150 ევრო სუფთა მოგება რჩება:), მოკლედ მინი-პროვაიდერი ვარ..
რაც შეეხება დისტანციას, მთავარია პირდაპირი ხედვა ქონდეს ადაპტერს და რუტერს დანარჩენი არაა პრობლემა, ჩემი ერთერთი "კლიენტი" 60 მეტრის მოშორებით ცხოვრობს, 5 Mb/sec სიჩქარე ყოველთვის აქვს კაკ მინიმუმ...
უსაფრთხოებითაც არაა ძალიან დაუცველი (64 და 128 ბიტიანი კოდირება აქვს)..
G სტანდარტის გამოყენება და ხმარება უაზრო ფულის ხარჯვა მგონია, ჯერ ერთი 55 Mb/sec არც ერთი პროვაიდერი არ მოგცემს თუ სპეციალურად Fiber-Optic არ გამოჭიმეს შენთვის, მეორეც 11 Mb/sec (B standart) ინტერნეტისთვის საკმარისზე მეტია და მესამე G როგორც სტანდარტი არ არსებობს (ჯერ-ჯერობით მაინც)..
ფასებიც არაა ძალიან დიდი 300 ევროში რუტერი და 2 კლიენტის უსბ ადაპტერი მოდის, თბილისში გავიგე უფრო იაფადაც კი ყოფილა..
ახლა ვნახე სანეტი ადსლ-ს იძლევა 50 დოლარად ხოდა 2-3 მეზობელისთვის მშვენიერი გამოსავალია ამ სიტუაციიდან, მარტალია სანეტი ამ ამბებით დიდად აღფთოვანებული არ დარჩება, მაგრამ

)
პასუხს ვცემ მხოლოდ იმათ, ვისაც სულ მცირე, წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლია.