TimeRiderმე საიტებზე შენ წარმოიდგინე არაფერის წაკითხვა არ მჭირდება, აგერ მაქვს და მარტო ერთი არა. ძალიან მშვენივრად ვიცი თეორიულადაც და პრაქტიკულადაც თუ რას წარმოადგენს და რა არის.
სწორედაც რომ ჯინში ჩადგომაა, ვინაიდან ყოველთვის ცდილობ, რომ ჩემის მიერ მაკის პოპულარიზაციას ცინიზმი დაუპირისპირო და იძახო რომ მაკი არაფერია, არადა საერთოდ არც დაგესიზმრება და კაი ხანს ვერ გაიგებ კიდევ თუ რა სხვაობა პისისა და მაკს შორის.
თბილისში არის 19-ე საუკუნის მაკები, რომლებმაც თავისი დრო დიდი ხანია მოჭამეს და დღესაც რომ ცოცხლობენ ეს ისევ ეფლის ხარისხის დამსახურებაა. აბა ევროპაში ან ამერიკაში ნახე მაკის დაიალ-აპი, საერთოდ არავითარი დრაივერი ან პროგი არ ჭირდება! შენ რომ ვერ შეართე ეს მაკის სისუსტეზე სრულებით არ მეტყველებს.
სტაბილურობა რომ აქვს მაკს ამას მტკიცება არ სჭირდება, ეს ისედაც ცნობილია, ამაზე მხოლოდ ის კამათობს, ვინც არის თავგადაკლული პისიუშნიკი ან უბრალოდ უცოდინარი. მესმის შენი, ძალიან ბევრი შრომა და ფული გაქვს დახარჯული ალბათ შენს პისიზე და ამიტომ ვერ იმეტებ ასე ძალიან, ან როგორ იტყვი რომ შენს პისის მაკი სჯობს.
რას ნიშნავს კარგად აწყობილი პისი???? შენ თუ თავად აწყობ და ცვლი ნაწილებს ასეთი კატეგორია არის 10%-ი. დანარჩენმა 90%-მა რა ქნას, ვინც მიდის და პირდაპირ ყიდულობს, ხოლო მერე იმ პისის რემონტზე კვირაში სამი დღე დარბის. გაითვალისწინე, რომ ყველას არ აქვს დრო იმისა, რომ თვითონ აწყობს და ნაწილები უცვალოს, ეს დრო მალე წავა საქართველოში, ნუ უსაქმურებზე არ მაქვს საუბარი.
ვირუსების და ჭიების დევნას შენზე ბევრად უკეთესად ინფორმირებული და მცოდნე ხალხი ვერ ერევა ხანდახან, ვინაიდან მაიკროსოფტი ვერ ასწრებს ხოლმე ე.წ. "პატჩების" დაწერას, ხოლო მის გარეშე პისი მკვდარია, ელემენტარული კი არა ზემაღალი წესებიც ვეღარ შველის.
გადახედე აბა უცხოეთის მაკის ფორუმებს, თუ სადმე მსგავსი იდიოტიზმები არის, როგორც აქ ამ ფორუმზე პისისთან დაკავშირებით და არა მარტო აქ, ყველგან - "ვინტი იბრიდება". "მგონი ვირუსია", "მიშველეეეეეეთ" "help", "მგონი დამერხა" და რომელი ერთი თემის სათაური ჩამოვთვალო?! მაკზე მსგავს რამეს ვერ იხილავ!
კიდევ ერთი, დემაგოგიას შეეშვი და თუ ასე გინდა შეადარო, მაშინ შეადარე დღევანდელი თაობის მაკი და პისი და არა 19-ე საუკუნის მაკი და დღევანდელი შენს მიერ ნალოლიავები პისი ერთმანეთს.
რასაც თქვენ პისიუშნიკები დროს ხარჯავთ იმისათვის, რომ თქვენი პისი დაცული იყოს და სტაბილური, რომელსაც უზარმაზარი რაოდენობის პროგები სჭირდება ვიაგრასავით, იმ დროს მაკისტები ტელევიზორს უყურებენ ან თამაშობენ.
ხოლო ამ სიტყვების მერე: "ეიმპლათფორმა კიდე როგორიც პისია თავის ვინდოუსიანად დღეს მსოფლიოში არ არსებობს თან ისიც არ დაგავიწყდეს რო პრაქტიკულად უფასოა ჰარდის გარდა ყველაფერი წადი აბა ერთი მაკზე რამე უფასოდ გაჩითე" ძალიან მაგრა ვიცინე
პირადად მე, ვყიდულობ მხოლოდ მაკის ოპერაციულ სისტემას, რომელიც ღირს $99, ისიც იმიტომ რომ სინდისი მქეჯნის და ნეტიდან ამას ნაღდად არ დავქაჩამ. ხოლო სხვა ყველა პროგი, გრაფიკული, ვიდეო და ნებისმიერი რასთანაც მე შეხება მაქვს არის ყველა უფასო ჩემითვის, არაფერში ფული არ გადამიხდია.
შენ ერთი რამ ვერ გაიგე. მე დაუზარებლად, ყველას ვურჩევ, რომ თუ ახალი კომპის ყიდვას აპირებენ იყიდონ მაკი, და ისიც იმ შემთხვევაში თუ უცხოეთში ცხოვრობენ. ამასთანავე ასევე უსასყიდლობ მივცემ ყველა საჭირო პროგრამას და თუნდაც არასაჭიროსაც. ამაზე მეტის გაკეთება მე არ შემიძლია და მოდი ხელს ნუ მიშლი რა.