აუ როგორ აზრზე არ ხართ ხალხნო ! და როგორ ბრმად უჯერებთ ტესტებს.
მე 9800XTც მაქვს x800PRO-ც მქონდა x800XT PE-ც და 6800GT-ც. ხარისხით გამოსახულების ATi არის პირველ ადგილზე AA-ინგიც უკეთესი ხარისხის აქვს. ხოლო ანიზოტროპიაში ორივე იჭრება (თუ ძალით არ გაუთიშავ დრაივერში ჩადებულ ოპტიმიზაციებს რომელიც სიჩქარეს მაღლა წევს ხარისხს დაბლა) და თქვენ წარმოიდგინეთ რომ გათიშავ ოპტიმიზაციებს ორივეს ძალიანაც კარგი გამოსახულება უხდება (სხვათაშორის ფაქტიურად იდენტური) მაგრამ ატი სულ ოდნავ კარგავს სიჩქარეს ნვიდია კიდე უბედურდება ვააბშე. ამავე დროს რომ იცოდეთ 6800 სერიებში ბრაკი აქვს ნვიდიას რის გამოც 222 მილიონი ტრანზისტორიდან 40 მილიონი გათიშული არის. (მაგაზე დიდი ამბავი იყო სხვათაშორის მერე ნვიდიამ მიჩქმალა ეგ ამბავი) ამის გამო ვიდეო აქსელერაცია ნაწილობრივ ჩიპის მაგივრად პროცესორს ეკისრება.
და დამიჯერეთ ერთ რამეში კიდევ. მთავარი არაა მაქსიმალური fps-ი ვის მეტი აქვს მთავარია მინიმალური ვის მეტი აქვს. გეტყვით რატომ.
თამაში რომ იყოს ასე ვთქვად "smooth gamaplay" მაგისათვის საჭიროა რომ fps რაც შეიძლება ნაკლებად დახტოდეს ზემოთქვემოთ. ხოდა ჩემი ტესტების მერე აღმოვაჩინე რომ 6800ზე ბევრად უფრო მოშნად დახტის ეგ fps რაც იწვევს უსიამოვნო შეგრძნებას იგივე rome total war-ში, far cry-ში და ასე შემდეგ. ბევრად უფრო "გლადკათ დადის კამერა. ასე რომ თუ გინდათ მართლა საუკეთესო ვიდეოკარტა დღესდღეობით Ati-ს არაფერი შეედრება. თუმცა FX სერიებთან შედარებით 6800 სერია ბევრად უფრო კარგი გამოუვიდა (მაგრამ უხეში ძალით და დიდი ენერგიის მოხმარების და შესაბამისად მეტი მოთხოვნების ხარჯზე).
აი მაგალითად ყველა ეს ვიდეოკარტა დატესტილი მაქვს აგვისტოს ბოლოს ანუ საკმაოდ სიცხე იყო. ტემპერატურები შემდეგი იყო:
1. 9800XT როგორც ცნობილია საკმაოდ ცხელი ვიდეოკარტაა მაგრამ ერთი კარგი თვისება აქვს ტემპერატურა არ მერყეობს დიდი ინტერვალებით რაც საგრძნობლად უფრო ინახავს ჩიპს ვიდრე ნაკლები ტემპერატურა idle-ში და ბევრად მეტი 3დს დროს. მოკლედ მისი ტემპერატურა იყო:
idle: 66C
3D: 72C
რადნოი ქულერით (ეხლა უკვე Arctic cooling-ის ATI Silencer მიდგას ზედ

)
2. 6800GT
idle: 56C (სიხშირეები 2d-ში დაგდებული არის, სწორედ ამის გამოა გრილი თორე წარმოიდგინეთ 222 მილიონი ტრანზისტორი რამდენ ენერგიას გამოყოფს!!!)
3D: 84C !!!! საშინელი ტემპერატურაა (თუმცა ვიდეოჩიპისთვის საგანგაშო რაა ვინაიდან წესით 105 გრადუსამდე არ იწვის ვიდეოჩიპი მაგრამ ნვიდიას საძაგელი დაცვა აქვს მაღალი ტემპერატურისგან დასაცავი რომელიც გაცილებით ნაკლებ ტემპერატურაზე ირთვება)
3. x800 Pro
idle: 41C
3D: 58C
მემგონი ყველაფერი ნათელია? რას იტყვით?
როცა გისმენს ნორჩი, რიჟა ბაზარს მორჩი.