გუშინ "ალტაში" ვიყიდე SDRAM 256 MB DIMM, PC133, ოპერატიული მეხსიერების მოდული, ახალი, V-DATA -ს ფირმის...
ადგილზევე შევამოწმეთ, ყველაფერი ჩაირთო, დატესტეს, ყველაფერი ნორმალურად აჩვენა ტესტმა, მაგრამ....
სახლში რო მოვიტანე კომპი და დავიწყე მუშაობა, 3-4 საათის შემდეგ დაეწყო რაღაც უცნაურობები, კერძოდ პერიოდულად ან "იჭედება" ან სპონტანურად რესტარტს მიკეთებს... ასეთი რამ ადრე არასდროს მომსვლია... დღეს ამოვაცალე ეგ ახალი მოდული და ჩავაყენე ისევ ძველი, 128-ანი და ისევ ნორმალურად მუშაობს...
მაინტერესებს, რატომ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი და გამოსწორების რაიმე გზა თუ არსებობს?...