მე, სტივიკოსაგან სასტიკად მოტყუებულად ვგრძნობ თავს

ველოდი, რომ აიფონი სიგარეტის კოლოფის ზომაზე დიდი არ იქნებოდა და სისქით საკრედიტო ბარათზე ცოტა სქელი იქნებოდა, რომ მას ეკრანიც კი არ ექნებოდა- სივრცეში უნდა შეექმნა 3 განზომილებიანი ჰოლოგრამული გამოსახულება! საერთოდ, რაღაც იდიოტური თაჩსკრინი- აიფონი ხაზეინის ჰაზრებს უნდა ხვდებოდეს. აკუმულატორი?! დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი დატენვა უნდა მომხდარიყო გარემოს ტემპერატურის მერყეობით და ატმოსფერული წნევის ცვალებადობით. მარა ყველაზე დიდად გულდასაწყვეტი- გარნიტურაა! აიფონს თან უნდა მოჰყვებოდეს სათვალეები რომლებიც პირდაპირ თვალის ბადეზე არეკლავენ გამოსახულებას(კონფიდენციალური ფოსტის კითხვისა და XXX- კონტენტის თვალიერებისას). სოფტი! საერთოდ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს! დარწმუნებული ვიყავი რომ აიფონის დახმარებით არავითარი სხვა ენის შესწავლა აღარ დამჭირდებოდა: აიფონი ჩემს ქართულს პირდაპი უნივერსალურ, UniLing ზე გადაყვანის შემდეგ თვითონ გააკეთებდა გამოძახებას და მერე ასევე, UniLing იდან ტრანსფორმაციის შედეგად ფრანგულზე, ზულუსების ენაზე, ან პუშტუზე დამაკავშირებდა კლიენტთან. აიფონის მეშვეობით უნდა მქონოდა ყველა, ადამიანის ცივილიზაციის მიერ შექმნილ ინფოსთან და ცოდნასთან მეყსიერი კონტაქტი- ჩემი "ზაპროსის" ჩამოყალიბებისთანავე აიფონი უნდა მიხვდეს, თუ რა მაქვს მხედველობაში.
აი, ამ ელემენტარული ფუნქციების გარეშე აიფონი ჩემთვის სრულიად უსარგებლო დივაისია
This post has been edited by datiko on 7 Jul 2007, 17:01