#46498809 · 17 Dec 2015, 10:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (OTO_777 @ 27 Jan 2008, 19:40 ) | Dynamic Disk-ები
დინამიური დისკი არ იყენებს partition-ებს,მაგრამ volume-ებით განისაზღვრება ადგილი.ჩვენ ვქმნით volume-ებს partition-ების ნაცვლად შესაბამისად შეზღუდვაც არ იქნება.რამდენ volume-საც გვინდა იმდენს შევქმნით.
ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე სახის volume შევქმნათ.
*Simple Volume –არის ადგილების ბლოკი,მსგავსია partition-ების.ეს volume ყველაზე ხშირად გამოიყენება. *Striped Volume – როდესაც ვიწერთ ფაილს volume-ში,ეს ფაილი იწერება დისკების გავლით.უპირატესობა ის აქვს რომ მრავალი დისკი მუშაობს ერთდროულად და წარმადობაც იზრდება. *Spanned Volume – უპირატესიბა ის აქვს რომ შეგვიზლია შევაერთოთ თავისუფალი ადგილის მრავალი არე ერთი volume-ს შესაქმნელად და მომხმარებელს ექნება ამ volume-თან კავშირი ერთი drive letter-ით. *Mirrored Volume – აერთიანებს 2 დისკს.მონაცემი რომელიც იწერება volume-ზე,თავსდება ორივე დისკზე.თუ ერთი დისკი გაფუჭდა მეორეს ექნება კოპირებული მონაცემი. ასეთი ტიპი volume-ებს აქვთ მხოლოდ Windows ოპერაციული სისტემების 2000-დან Vista-ს ჩათვლით სერვერების მხარდაჭერა,მაგრამ XP Home-ს და Windows Media Center-ს არ აქვს volume-ების მხარდაჭერა. *RAID 5 volume – RAID 5 volume იყენებს 3-დან 32-მდე დისკს.მონაცემი რომელიც იწერება ამ volume-ში,ვრცელდება ამ volume-ის ყველ დისკში თანასწორად.RAID 5 volume-ები ასევე გამოიყენება Windows ოპერაციული სისტემების სერვერებში.
Volume-ს შესაქმნელად დინამიურ დისკზე Windows 2000/XP/2003 სისტემებში საჭიროა ჯერ გარდავქმნათ Basic დისკი დინამიურ დისკად.გარდაქმნის შემდეგ დავინახავთ რომ Create partition ბრძანება შეიცვლება Create volume ბრძანებად Disk Management კონსოლში.
Basic დისკის დინამიურ დისკად გარდაქმნისთვის ვაკეთებთ შემდეგს:
1.My Computer-ზე მარჯვენა წკაპი და Manage. 2.როდესაც გამოვა Computer Management კონსოლი ვირჩევთ Disk Management-ს. 3.მარჯვენა წკაპი დისკზე და ვირჩევთ Convert to Dynamic Disk. 4.Convert to Dymanic Disk დიალოგურ ყუთში დარწმუნდით რომ ის დისკია მონიშნული რომლის გადაყვანაც გვინდა და ვაწვებით OK-ს. 5.ვაწვებით Convert ღილაკს.
 გამოვა შეტყობინება. 6.ვაწვებით Yes-ს. 7.ვაწვებით Yes-ს და დაიწყება კონვერტირება.
მას შემდეგ რაც გადავაკონვერტირებთ,შეგვიძლია შევქმნათ ახალი volume.Volume-ს შექმნა იგივენაირად ხდება როგორც იყო partition-ის დროს.მივყვებით შემდეგ ნაბიჯებს:
1.Disk Management კონსოლში თავისუფალ ადგილას მარჯვენა წკაპი და New Volume. New Volume Wizard გამოჩნდება. 2.ვაჭერთ Next-ს. 3.ვირჩევთ volume-ს იმ ტიპს რომლის შექმნაც გვინდა და ვაწვებით Next-ს.
 4.შეგვყავს Volume-ს სასურველი ზომა MB-ებში და ვაწვებით Next-ს. 5.ვირჩევთ დრაივის სიმბოლოს და ვაწვებით Next-ს. 6.ვირჩევთ სასურველ ფაილურ ფორმატს და შემდეგ ვირჩევთ quick format-ს. 7.ვაწვებით Finish-ს volume-ს შესაქმნელად. |
mbr da gpt მაქ ერთი ასეთი პრობლემა
როდესაც მბრ ზეა ვინშესტერი 4 ტერაბაიტიანი მაქ ჩანს მარტო 2 ტერა და 1.6 ტერას არ ქმნის
და როდესაც გადადის gpt ზე კი ქმნის 3.6 ტერას მარა რამე ფაილი რო გადამაქ ამ დისკზე ითიშება და ქრება საერთოდ რესტარტის მერე კი გამოდის მარა ეგრე რათ მინდა
როგორ დავაყენო ვინდი ისე რო გავყო მაგალითად 150გბ c დისკი და დანარჩენი d დისკი
|