aleko91აუ რა კარგი მაზერია სარაზგონოდ crosshair III-ია ხო?
მაგარი მუღამი მაქვს AMD-ს დარაზგონების

შედი extreme tweaker მენიუში და ასეთი რაღაცეები ქენი
step 1
AI overclock tuner - manual დააყენე
ერთი ორი ფუნქცია მიემატება მარა დაიკიდე
PCIE frequency - დააყენე 101
cpu ratio - მინიმალური 8 იქნება მგონია ზუსტად არ ვიცი
dram frequnecy - ჯერ დაუკელი 1067 დააყენე მაგალითად
CPU loadline calibration - enable დააყენე
CPU spread spectrum
და PCIE spread spectrum ეგენი გამორთე ორივე
step 2
რაც დაგიწერე ზევით მაგეებს რო გააკეთებ მოუმატე FSB frequency-ს
200 იქნება დააყენე 210 და გადატვირთე ნახე ვინდოუსი თუ ჩაირთვება
წესით ჩაირთვება შემდეგ ისევ შედი ბიოსში და მოუმატე ისევ 220 მიეცი
და ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება
სისტემა რო დაეკიდება გაიგებ მაქსიმუმ რამდენზე არ ეკიდება სისტემა და რამდენ FSB-ს ქაჩავს
მაგ დროს დააკვირდი dram frequency ავტომატურად დაიწყებს მომატებს და ეცადე 1600-ს არ გაცდეს
შეიძლება დაგალიმიტოს
მოკლედ გაიგებ რამდენ FSB-ზე ირთვება ნახავ რომ dram frequency 1600-ზე მეტი არ არის
თუ ნაკლებია დაახლოებით მაგ ციფრამდე გაუზარდე 1580 შიეძლება იყოს ზუსტად არ ვიცი ბიოსი რა ციფრებს ამოყრის
და მერე გაატარე ევერესტის ტესტი
step 3
FSB მომატებული გაქვს
dram სიხშირე დაყენებული
და ნელნელა გაზარდე CPU ratio 8 თუ იყო გახადე 9
და ნახე სისტემა თუ ჩაირთო
მერე მოუმატე დააყენე 10 და ასე შემდეგ და მოკლედ იპოვი სიხშირეს რომელზეც ვინდოუსი იტვირთება
და მერე ისევ ნახე ევერესტის შედეგი
step 4 თუ გინდა
შეგიძლია ცადო ტაიმინგების დაკლება
რაზგონზე
ყველაფერი მომატებული და მერე
dram Timing/driving configuration
მანდ დაუკელი ამ ტაიმინგებს
tcl, trcd, trp ესენი დააყენე 6-6-6
და tras დააყენე 18-ზე
თუ არ ვდები ესენი რო ქნა DDR3 memory profile - disable უნდა მისცე
მოკლედ ტაიმინგებს რო დაუკლებ მერეც ნახე ევერესტის შედეგი
ტაიმინგები შეგიძლია ასეც დაუკლო 7-6-6-18 ან 6-7-7-20 ან რა ვიცი ნებისმიერი კომბინაცია
მერე იქნება შედეგები საინტერესო
დალშე რაზგონისთვის ძაბვის მომატება გინდა