
memory remap უნდა ჩართო მარა თუ 32 ბიტიანია სისტემა აზრი არა აქვს მაგას
და ეგ ტესტი საერთოდ არ რეაგირებს გიგაბაიტებზე
გინდა 24 GB გქონდეს
ერთხელ და სამუდამოდ უნდა ავხსნა ეს ფენომენი რომ კითხვები არ დარჩეს

რა ხდება 32 ბიტიან და 64 ბიტიან
სამყაროშიოპერატიული მეხსიერების არსი რა არის?!
ის რომ ინახავს სხვადასხვა ბრძანებებს
ანუ პროგრამა უგზავნის პროცესორს სხვადასხვა ბრძანბებეს და ჩაწერს ოპერატიულ მეხსიერებაში და შემდეგ იქიდან პროცესორი ნელნელა კითხულობს და სათიათაოდ ასრულბს
შემდეგ პროცესორი გამოთვლილ პასუხებს უკან ოპერატიულ მეხსიერებაში ჩაწერს და იქიდან უკვე სისტემა ეკრანზე გამოიტანს მიღებულ პასუხებს ანუ პროგრამა სრულდება
ეხლა რას ნიშნავს 32 ბიტიანი სისტემა
ეს ნიშნავს რომ სისტემას შეუძლია 2 ხარისხად 32 კომბინაციის შექმნა
რატო 2 ხარისხად?!
იმიტომ რომ 0-იანი 1-იანი და ორობითი სისტემა
მოკლედ ორობით სისტემაში 0-ების და 1-იანების მხოლოდ 2 ხარისხად 32 კომბინაცია არსებობს მეტი არანაირად არ ჩაეტევა
იმდეია ხვდებით რატომაც

თუ არადა ავხსნი:
სიტყვაზე ვიცით 100მდე თვლა
რამდენი მთელი რიცხვი ჩაეტევა 1-დან 100მდე?
მხოლოდ 100 და არა 110

2 ხარისხად 32 არის 4 294 967 296 ბიტი ანუ
ეს რას ნიშნავს პროცესორს სჭირდება მისამართების სალტე ანუ ინფორმაცია მისამართების შესახებ
4GB ოპერატიული არის 4 294 967 296 ცარიელი უჯრა
ანუ პროცესორმა ამათ რომ მიმართოს ყველას მისამართი უნდა იცოდეს
თორემ ამდენ უჯრაში გაარკვიე რომელი ბრძანბეა რომელ უჯრააში წერია გაარკვევ?
ვერ გაარკვევ ხოდა 32 ბიტიანი "ენა" რომ ესმის პროცესორს იმ პროცესორს შეუძლია მხოლოდ დაახლოებით 3.2 GB ოპერატიული მეხსიერებისთვის მისამართის მინიჭება მეტი
თვლა არ იცის თვლა !!! რატო ~3.2 და არა სრული 4GB იმიტომ რომ მარტო მისამართები ხომ არ არის
მათ დალაგებას ცოდნა უნდა ბრძანებებს ცოდნა უნდა და ასე შემდეგ მოკლედ 4 294 967 296 ვარიანტიდან დაახლოებით 3.2 GB რჩება პროცესორს სადამდეც თვლა იცის ანუ წიგნაკში მისამართების ჩაწერას შეძლებს

6.4 GB რომ დაინახოს და გითხრას ვხედავო ეს იმას ნიშნავს რომ დღეს თუ სიტყვაზე 1-დან მე-10 უჯრამდე ხედავს ხვალ შეუძლია 11-დან 20მდე ნომრის უჯრებთან იმუშაოს მაგრამ ერთდოულად 1-დან 20მდე ვერ მიანიჭებს მისამართებს
ისევ და ისევ იმიტომ რომ თვალ არ იცის მაქამდე
ასე რომ 32 ბიტიანი 3.2 GB-ზე მეტთან ერთდროულად ვერასდროს იმუშავებს
ამის თვის საჭიროა რომ პროცესორს ვასწავლოთ თვლა 2 ხარისხად 64-მდე ანუ 64 ბიტიანი სისტემა 18 446 744 073 709 551 616 ამდენი უჯრა
შედარებისთვის
64 ბიტიანი 18 446 744 073 709 551 616
32 ბიტიანი 4 294 967 296
იმედია გასაგებია თუ რატომ არ შეუძლაი 32 ბიტიანს 4გბ-ზე მეტის დანახვა თუ მასთან მუშაობა თუ ჯანდაბა

მიუხედავად ჩვენი უდიდესი სურვილისა რომ დაინახოს !
This post has been edited by utilizatori on 6 Apr 2010, 20:23