და გატესტე ოპერატიულზე ისე?? უცნაურობა კონტაქტთან ჩემს ლეპტოპს აქვს მაგრამ ანსხავვებულად ცოტა Standby ზე როცა არის აკუმლიატორთან გვედზე ოდნავ მეტად თუ მიაჭერ თითს ეგრევე ითიშება მაგრამ საინტერესო ისაა რომ მარტო Standby ზე შვრება ასე.... კიდე რამდენი რამე აქვს ამ საცოდავს გადატანილი რო იცოდეთ ერთი პერიოდი კომაშიც კი იყო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ანუ მონიტორი ირთვებოდა ვინჩესტერი მუშაობდა ოპერატიულიც მუშაობდა მაგრამ ბოლომდე არ იტვირთებოდა....

ეს ლეპტოპი იმდენჯერ მაქვს დაშლილი და აწყობილი გონი პაკრიშკა არ მომიხსნია ამდენჯერ

. და კულმინაცია ამ ამბის არის რომ ერთხელ სამსახურში მქონდა წაღებული რო მეთქი იქ ვეჩალიჩები თქო და მეგდო იქ კაი ხანი მერე თანამშროელი გამეკაიფა და სამზარეულოს უჯრაში დამიმალა ლეპტოპი და რო არც კი მომიკითხია 3 დღე (არ მუშაობდა მაინც და არ ვაქცევდი ყურადღებას) მერე თითონვე გამომიჩინა, სამზარეულოში ეს ლეპტოპი ეგდო ხახვებთან და ნივრებთან და რაღაც მასეებთან ერთად უჯრაში და წარმოიდგინეთ რა რო ჩავრთე ჩაირთო

... ყოველგვარი ხუმრობის გარეშე არადა მანამდე BOOT CD ზეც ვერ ვრთავდი.... ეხლა მშვენივრად მუშაობს (ტფუ ტფუ ტფუ თვალი არ ეცეს

) და ამ ლეპტოპითვე ვწერ ამ პოსტს... ერთადერთი პრობლემა და დეფექტი დარჩა რა... აღარც ერთი USB პორტი არ მიმუშავებს... ისიც ვიცი რისი ბრალიცაა მაგრამ მაგისთვის ფინანსების გამეტება მენანება ჯერ ჯერობით.... დამტენის სქემაა დაზიანებული რომელზედაც 2 USB პორტია (თითონ დამტენის სქემაზე მანადე გაფუჭებული იყო დამტენის შტეკეტი და პაიანნიკით მომიწია მანიპულირება და როროც ჩანს რომელიმე კონდესატორს ნიტოდ მივედე და...

) PCMCIA ზე USB მუშაობს უპრობლემოდ

მოკლედ ეგეთი ანტიკვარი ნოუთბუკი მაქვს და მაგრად მიყვარს რა იმიტო რო მაგარი გამტანია.... Acer Travelmate 2480 CPU: 1.7 Celeron M. Memory: 1GB. HDD 80GB. 15.4' 4 cell battery(რომელიც საათნახევარი ორი სათი მიძლებს გააჩნია დატვირთვას.) მოკედ ერთი შეხედვით დიდი არაფერი ლეტოპი მაგრამ მაგარი გამძლე და კაი ლეპტოპი (მითუმეტეს რო ნაჩუქარია

)