მეც მომეწონა ერთი შეხედვით, იდელურია.

თუ რამე ნაკლი არ აქვს.
* * *
,,ჩემი პირველი კომპიუტერი” - პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა
05.05.2008
მიმდინარეობს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” განხორციელება. თბილისისა და რეგიონების რამდენიმე სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს უკვე გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები.
,,ჩემი პირველი კომპიუტერით” ჯილდოვდება მე-10, მე-11 კლასელი წარჩინებული მოსწავლეები (2006-2007 სასწავლო წლის ათოსნები);
პროგრამა ხორციელდება პრეზიდენტის 50-დღიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში და იგი წარმოადგენს განათლების კუთხით დაგეგმილ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივობას;
2008 წლის მაისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, პერსონალური კომპიუტერი 7 200-ზე მეტ წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა.
პროგრამა ,,ჩემი პირველი კომპიუტერი” უზრუნველყოფს:
სწავლის წახალისებას წარჩინებულ მოსწავლეთა მხარდაჭერის გზით;
სასწავლო გარემოს მოდერნიზაციასა და თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგებას;
მოსწავლეთა შორის ციფრული კომპეტენციების განვითარების გზით, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებისა და შესაბამისი სახელობო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას;
აქტიურ მოსწავლეთა მხარდაჭერით, საგანმანათლებლო სოციალური ქსელებისა და სათემო აქტივობების განვითარებას.
პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცემათ ASUS Eee PC, თანამედროვე ულტრაპორტატული კომპიუტერები. პროგრამას საქართველოს სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა ”ირმის ნახტომი” ახორციელებს.
ამას გარდა, შეიქმნება საზაფხულო ბანაკები, სადაც მიწვეული იქნებიან სკოლები, რომელთა მოსწავლეებიც სწავლის პროცესში წარმატებით გამოიყენებენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს. მათთვის ბანაკში ყოფნის პერიოდში გაიმართება ტრენინგები, რაც ხელს შეუწყოფს მოზარდთა ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.
ასეთი ფორმით წარჩინებული მოსწავლეების წახალისებას სახელმწიფო გააგრძელებს და მომავალში იგი სხვა საფეხურის მოსწავლეებსაც მოიცავს.