Bergeუნდა აიღო ეგ ნაწილები და ასაწყობად გაამზადო.. (რამე ნაკლეიკა ზედმეტი ან პლასტიკატი მაზერის სოკეტზე მაგალითად და ა.შ ეგეთი რაღაცები უნდა მოაძრო რაც საჭიროა)
პირველ რიგში აიღე ეგ მაზერი, მოხსენი სოკეტიდან პლასტმასი, დაასვი პროცესორი.. თერმოპასტა წაუსვი ან თუ თერმოპასტიანი ქულერია პირდაპირ დაასვი და კარგად დაამაგრე.. ქულერს გააჩნია და კონკრეტულ შემთხვევას სხვადასხვანაირადაა ხოლმე მარა გაარკვევ მაინც არაა პრობლემა..
დაასვი ზედ ოპერები.. ნახე რომ კარგად ისხდნენ.. ჩამკეტებს მიაქციე ყურადღება და ბოლოს მოდულიც ნახე რომ მყარად იყოს..
კეისში ჩასვი ეს მაზერი.. მაზერის ვინტებს მიაქციე ყურადღება სადა აქვს განლაგებული.. სადაც უნდა ხრახნი ჩავიდეს რა.. და კეისზე როგორაა ეს ყველაფერი, კეისზე ან ამობურცული იქნება სტანდარტულად ეს ხრახნის მოსათავსებლები, ან კიდევ პატარა ყვითელი დასამაგრებლები მოყვება კეისს რომელიც უნდა სწორად გათვალო მაზერისთვის სად მოუწევს..
რომ გაუკეთებ ვინტებს სადამდეც ჩავა ეს ვინტები დაუჭირე.. მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეს..
ვიდეო დაასვი.. მიაქციე ყურადღება კეისიდან უკან სად გამოდის, რომელი გამოსასვლელი უნდა მოაძრო უკან..
ლედები დაასვი.. მაზერის მანუალი ნახე და იმის მიხედვით მოიქეცი..
კვების ბლოკი დაამაგრე კეისში და მიაერთე 24 პინიანი + 12v 4 პინიანი თუ არის საჭირო და სადაც საჭიროა გაუკეთე..
ვინჩესტერი და CD/DVD ჩასვი და ვინტები დაუჭირე.. ვინჩესტერი განსაკუთრებით მყარად რომ იყოს..
ამათად შეუერთებ კვებას.. ასევე SATA/IDE შლეიფი რომელი სტანდარტიც იქნება დაუკავშირე მაზერთან დასაკონტაქტებლად სიგნალისთვის..
პ.ს
მემგონი არაფერი გამომრჩა.. და თუ კითხვები გაგიჩნდება დაწერე ამ თემაში

ისე თუ შეინით გააკეთებ არაა პრობლემა მარა მაინც მცოდნე ადამიანი თუ გედგება გვერდით და გიყურებს აჯობებს.. თუმცა თუ არ იქნება არც ეგაა პრობლემა.. შენითაც კარგად გააკეთებ..
წარმატებები აბა