სანერვიულო მაქვს ეტა რაზ და ახლა აღმოვაჩინე პლიუს რომ დაბადების დღეც მაქვს

ვაბშე უცნაური ისტორიაა, მოვყვები შენის ნებართვით

მოკლედ, მქონდა მაზერი Gigabyte P35 DS3R ტემპერატურები სტოკზე მაქსიმალური ნაგრუზკის დროსაც კი (ლინპაკი) 50-ს არ სცდებოდა! გადავწყვიტე ოპერატიულის მოცულობა გამეზარდა და ჩემი 2გბ პატრიოტები გავცვალე 4გბ ო სი ზი-ში, სანამ ახალი ოპერატიულები ჩავსვი სლოტებში გადავწყვიტე
სარფიანად გამეწმინდა კეისი მტვრისაგან. ხოდა ავიღე ფენი, ჩავრთე მხოლოდ ცივ რეჟიმზე და და ვუბერე გულიანად. ჩავსვი ოპერატიულები და მივაჭირე ფაუერს. მაგრამ კომპიუტერი აკივლდა ეგრევე, ნუ გამოვრთე და კიდევ ერთხელ ჩავრთე, დაიქოქა 4-5 წამით და დარესტარტდა

ასე შვებოდა სულ, ვცადე ძველი ოპერების დაბრუნება, ვიდეოკარტის ამოღება, ოპერების სლოტების შეცვლა, არაფერი შველოდა 4-5 წამის მერე მანამ სანამ სისტემა პოსტ ჩეკს გაივლიდა რესტარტდებოდა. ამის შეჩერება შევძელი მხოლოდ მას შემდეგ რაც პროცესორის 4 პინიანი კვება ამოვაძრე მაზერიდან, სისტემა იქოქებოდა და აღარ რესტარტდებოდა, მაგრამ რა აზრი როო?
ხოდა მაშინ ვიფიქრე იქნებ ცხელდება მეთქი, მოჟეტ თერმოპასტა ამოვაშრე ამდენი დაბერვით თქუა (თან ვიცოდი რომ უაზრო თეორია იყო მაგრამ ეგ რომ არ ყოფილიყო ზნაჩიტ მაზერი მოკვდა და არ მინდოდა მაგის დაჯერება

) ამიტომ მოვხსენი ინტელის სტოკ ქულერი, გავწმინდე პროცესორიც და რადიატორიც, წავუსვი ახალი თერმოპასტა და ჩავსვი უკან. შედეგი ნოლი
შემდეგ წავიღე კომპიუტერი ირიონში რათა გამეტესტა იქ სხვადასხვა ნაწილებით რომ მაზერი გამომერიცხა, ნუ პრინციპში კვების ბლოკი იყო დარჩენილი, შეაერთეს ახალი მაგრამ იგივე ქნა. მოკლედ დავასკვენით რომ მაზერი მოკვდა და ვიყიდე იქვე P5Q SE მეტზე ფული არ მეყო. მოვიტანე კომპიუტერი სახლში და აი მაშინ შევამჩნიე რომ ტემპერატურები მომატებული იყო საგრძნობლად. თან გამახსენდა რომ იმათ ისე გადასვეს პროცი ახალ მაზერში რომ თერმოპასტაც არ წაუსვით. ვიფიქრე მაგის ბრალია მეთქი, ამავე დროს ვიფიქრე სჯობს რამე ნორმალური ქულერი ვიყიდო თქუა ხოდაააააა ვიყიდე Hyper TX2, ტემპერატურები დაუბრუნდა ნორმას, მაგრამ რაზგონის დროს გაჩნდა სხვა პრობლემები რაზეც აქაც დავწერე, მაგრამ ეს იყო მაზერის ბრალი რომელიც იავნად არ არის გათვლილი რაზგონზე და ელექტრო წრედი ცხელდება ძაან ანუ მოსფეტები და ძმანი მისნი

თუმცა კარგად რაზგონდება თავად პლატა. მოკლედ ამ თამაშ თამაშში დავწვი 3 მოსფეტი მაზერზე, წავიღე და გამომიცვალეს, კაკ ნი სტრანნა

ტემპერატურები ისევ ნორმაში იყო, ანუ პატარა რაზგონზე ასე 2.8-ზე (სტოკი 2.4) ლინპაკში ბირთვების ტემპერატურა არ სცდებოდა 70-75-ს თუმცა პროცესორი მაინც ტროტლინგდებოდა მოსფეტების გადახურების გამო (ამაზეც დავწერე სადღაც აქ) შემდეგ ჯიტეკში გადავაწყდი თერმოპასტას Revoltec Nano-ს მოსახერხებელ ფუნჯიან ფლაკონში (ლაქივით) და გადავწყვიტე მეცადა რას მომცემდა. წავუსვი პროცესორს და მომიმატა ტემპერატურა ეგრევე

ვიფიქრე რომ სქელი ფენა მომივიდა ნამეტანი, მაგრამ დავიკიდე, დამეზარა თავიდან ჩალიჩი მითუმეტეს რომ მაზერი მალე უნდა გამეცვალა DFI Lanparty DK P45-ში და კიდევ ერთხელ მოსახსნელი მექნებოდა, ამიტომ დავაყენე სტოკზე და ისე ვამუშავებდი, ნაგრუზკის დროს ლინპაკში ადიოდა მაქსმიმუმ 62 გრადუსზე (სტოკზე რაღა თქმა უნდა). დღეს კი ჩავდგი ახალი მაზერი, კარგად გავწმინდე პროცესორი სპირტით, ოდნავ გავხეხე ქულერის ძირი და ისიც გავწმინდე სპირტით, წავუსვი თხეეეელი ფენა თერმოპასტა, ჩავრთე და ლინპაკის პირველივე წამებზე ტემპერატურამ აარტყა 90-ს

ეს HWMonitor-ის ჩვენებით ყველა სხვა პროგრამა კი 10-20 გრადუსით ნაკლებს მაჩვენებს, თუმცა მაინც ძალიან ბევრს სტოკისთვის.
დაჟე დატვირთვას რომ თავი დავანებოთ აიდლ რეჟიმში ტემპერატურა 50 გრადუსს ურტყამს სტოკზე, ნუ სიგიჟეა სრული

დავუშვი რომ ქულერი გავხეხე ცუდად და დავსვი ინტელის სტოკ ქულერი, სურათი არ შეცვლილა. ბიოსშიც კი ტემპერატურას პროცესორზე მანახებს 40-45 გრადუსს. ვიფიქრე იქნებ გადაფლეშვამ უშველოს მეთქი, გადმოვწერე ბოლო ბიოსი მაგრამ არაფერი.
ხოდა რა რჩება????? თერმოპასტა? არ მგონია ამხელა სლეობას შვებოდეს. თუმცა ხვალ მაგასაც გამოვრიცხავ, წავუსვამ რამე სხვას.
და თუ თერმოპასტა არა რა შეიძლება იყოს კიდევ? შეიძლება მაზერის დატჩიკების ბრალი იყოს?
აუ რამდენი მიწერია, ისე არ იყო ჩემი მტერი თქვენ ამას ბოლომდე რომ ჩაიკითხავთ

პ.ს. კი პუშ ფინებზეა მაგრამ I'm pretty sure რომ კარგად ზის
ამოვქაჩე ფუშ ფინები და არ იძვრის ისევე როგორც ქულერი, ანუ მყარად ზის
This post has been edited by mrgizmo on 5 Aug 2009, 01:50