Cooling FAQყველა შეკითხვა გაგრილების შესახებ დასვით აქ.. უკეთ გავაგრილოთ ჩვენი სისტემები..შესავალი:გაგრილება ერთ-ერთი მნიშველოვანია რაზგონის და არა მარტო რაზგონის დროს.. რაზგონის დროს როდესაც ძაბვას უმატებთ, ასევე იმატებს ტემპერატურაც, ეს უნდა აღმოფხვრათ კარგი გაგრილებით, ან სისტემა გადახურდება და შედეგად არასტაბილური იქნება.. შესაძლოა CPU დაწვას კიდეც..
თერმული შეთავსებადობის აუცილებლობა:პროცესორსა და heatsink/waterblock -ს შორის აუცილებელია იყოს თერმორეგულატორული ნივთიერება, ორივე ზედაპირი აუცილებელია იყოს რაც შეიძლება სწორი..
Heatsink -ისთვის არსებობს სამი სახის თერმოგადამცემი ნივთიერება:თერმული ინფერფეისის ნივთიერება:ეს არის ნივთიერება რომელიც უკვე რადიატორზეა მოთავსებული, თანამედროვე ინტერფეისის ნივთიერება საკმაოდ კარგია. ამ ტიპის თერმონივთიერების გამოყენება დაიწყეს მაშინ როცა პროცესორებს დაჭირდათ გაუმჯობესებული გაგრილება, თავიდან უხარისხო იყო, თუმცა ძაან დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.. როდესაც დააცილებთ რადიატორსა და პროცესორს, რაც ამ უკანასკნელზე აყვება აუცილებლად უნდა მოშორდეს..
თერმული პასტა:ეს არის მუქი, გაუმჭვირვალე პასტა, ჩვეულებრივ თეთრი ფერის.. უმეტესი გარკვეული კლასისათვის დამახასიათებელი თერმო პასტები კარგად მოქმედებენ, თუმცა მათ გაშრობის ტენდენცია აქვთ.. სწორედ ეს ნიშანი განაპირობებს შემდეგ თერმოგადამცემ ნივთიერებასთან (Grease) სხვაობას..
ეს თერმული პასტა ხშირად ზემოთ ხსენებულ თერმული ინტერფეისის ნივთიერებასთან შედარებით ცუდად მოქმედებს, მაგრამ მოსაცილებლად უკეთესია..
თერმული საცხი:ეს ნივთიერება ძალიან გავს თერმულ პასტას, გარდა იმისა რომ ისაა ცხიმის ფორმულა რომელიც იცავს მას გაშრობისგან.. ეს ნივთიერება ასევე შეიცავს მეტალის კომპონენტებს, უკეთესი თერმული გადაცემისთვის.. თუმცა შედეგი თითქმის იგივეა, შეიძლება 1 ან 2 გრადუსით დაბალი იყოს ვიდრე პირველ და მეორე შემთხვევებში იყო.. სწორედ ამ მიზეზების გამო ეს ნივთიერება ბევრად უფრო ძვირი ჯდება ვიდრე თერმული პასტა
Aircoolingრა არის ჰაერის გაგრილება?საჭიროა რადიატორი დამაგრდეს პროცესორზე, რადიატორი არის სპეციალური მეტალის ნაჭერი, წარმოდგენილია ფუძითა და პინებით, შეიძლება იყოს სპილენძის, ალუმინის ანდა სპილენძის და ალუმინის კომბინაციით.. რადიატორის თავზე თავსდება ვენტილატორი, რომელიც შესაძლოა იყოს განსხვავებული ზომის, სიჩქარის და ასევე შესაძლოა ხმაურიანი იყოს..
სითბო გადაეცემა პროცესორიდან რადიატორზე, სითბო მიდის პინების მიმართულებით.. ვენტილატორის ფუნქცია არის რომ დაუბეროს ცივი ჰაერი პინებზე რათა თბილი ჰაერი გაფანტოს და ჩაანაცვლოს ცივით..
რატომ უნდა დავაყენო ჰაერის გაგრილება?იმიტომ რომ ჰაერის გაგრილება არის იაფი და ჩვეულებრივი, დღეისთვის სტანდარტული გაგრილების სისტემაა..
როგორი ტემპერატურა არის რეკომენდებული?საერთოდ რაც დაბალია ტემპერატურა მით უკეთესია, იმისთვის რომ გავიგოთ ჩვენი ნაწილის ნამდვილი ტემპერატურა უნდა შევადაროთ კონკრეტული ნაწილის დაუტვირთავ (Idle) და დატვირთულ (Load) რეჟიმებში..
არის თუ არა რაიმე რისკი?ერთადერთი რისკი რაც არსებობს ესაა რომ თითი არ უნდა მოგყვეთ მომუშავე ვენტილატორში
აუცილებლად უნდა გახსოვდეთ რომ გაწმინდოთ მტვრისგან თქვენი ჰაერის გაგრილება, დიდი ხნის დაგროვილმა მტვერმა შეიძლება შეაფერხოს გაგრილება..როგორ გავწმინდოთ FANby quso13თავდაპირველად ვხსნით ეტიკეტს, მის ქვეშ არის რეზინის სარქველი ვხსნით მასაც. სტანდარტულად FAN-ის ფრთები დამაგრებულია პლასტმასის რგოლით რომელიც ერთ მხარეს გაჭრილია რათა მოხდეს მისი მოხსნა. (ვეცადოთ არ დავკარგოთ ეგ რგოლი.) მის ქვევით არის პატარა რეზინის რგოლი რომელიც ხელს უშლის ფრთების "ყანყალს" (

) დაშლის შემდეგ აღმოვაჩენთ ღერძზე ჩამოცმულ "პატჩებნიკს" ვაცალკევებთ ყველაფერს და ვიწყებთ გაწმენდას.
ფუნჯით გავწმინდოთ ყველაფერი მტვრისგან. შემდეგ რბილი ნაჭრით ან სალფეტკით გავამშრალოთ ზეთის ძველი ნარჩენებისგან, ღერძი, "პატჩებნიკი", მაგნიტი რომელიც ფრთების შიგნითაა და ჩარჩო სადაც "პატჩებნიკი" ჯდება. არ არის მისი გაწმენდა სასურველი "რასტვარიწელით" ან სპირტით.
ამ ყველაფრის შემდეგ ვაწვეთებთ 1-2 წვეთ ზეთს "პატჩებნიკს" და ვაწყობთ FAN-ს. სანამ პლასტმესის სამაგრს მოვარგებთ კიდევ ვაწვეთებთ ერთ წვეთ ზეთს. ვაწყობთ საბოლოოდ და მზადაა. (იმედია აღარ იხმაურებს

)
!!!
არ შეიძლება საჭმელი ზეთის გამოყენება არავითარ შემთხვევაში რადგან ხმება და უარესს უზავს FAN-სესეც სურათები თვალსაჩინოებისთვის:

Watercoolingრა არის წყლის გაგრილება?წყლის ბლოკი არის მოთავსებული პროცესორზე, წყალსაქაჩი და რადიატორი არის დამატებული.. ესენი ნორმალურად არიან დაკავშირებული, გამოყენებულია პლასტიკური მილი, ხშირად 1/2 ინჩსა და 3/8 ინჩებს შუალედში..
როდესაც თქვენ ამუშავებთ პერსონალურ კომპიუტერს, სითბო გადაეცემა პროცესორიდან წყლის ბლოკში, წყალი გადის ბლოკში სადაც ბლოკიდან სითბო გადაეცემა წყალს, ახალგამთბარი წყალი შედის რადიატორში, სადაც რადიატორიდან სითბო გადაეცემა ჰაერში.. დიდი, ნელი და ჩუმი ვენტილატორით. უკვე ცივი წყალი შედის წყალსაქაჩში საიდანაც აგრძელებს წრებრუნვას.. ასევე აღსანიშნავია ჩიპსეტი და GPU-ც.. ასე მეორედება ყოველივე წრის შემდეგ..
რატომ უნდა გამოვიყენოთ წყლის გაგრილება?წყლის გაგრილებას აყენებენ იმისთვის რომ მიიღონ უფრო უკეთესი შედეგი, ნაწილებმა შეინარჩუნოს დაბალი ტემპერატურა..
მაგრამ წყალია ჩემს კომპიუტერში!!! ეს ცუდია.. ასეა??უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ საქმე რომ ცუდად წავიდეს ამის შესაძლებლობა მინიმალურია, გამოყენებულია დე-იონიზებული წყალი, ასევე მტკიცე სამაგრები და ასე რომ საფრთხე მინიმალურია, თითქმის არ არსებობს..
უბედურ შემთხვევას თუ განვიხილავთ, ისეთივე შესაძლებლობაა წყლის გაგრილება ჩამოვარდეს და დაეცეს რომელიმე კომპონენტი ვიდეოს ან რომელიმე ნაწილი დააზიანოს, ასევე ზუსტად ისეთივე შესაძლებლობაა სუსტი, მოსაწყენი, ხმაურიანი და დაბალი წარმადობის მქონე ჰაერის გაგრილება ჩამოვარდეს და რამე დააზიანოს..
ხშირად ერიდებიან წყლის გაგრილების დაყენებას სწორედ იმ მიზეზით რომ გონიათ უბედური შემთხვევა არ მოხდეს და არ დაიშალოს.. რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან კარგად დაყენებული სისტემა სტაბილურად და უპრობლემოდ იმუშავებს..
წყლის გაგრილების ძირითადი კომპონენტები:წყლის ბლოკი:
წყალსაქაჩი:
რადიატორი:
მილები:
წყალი და ზოგადი დანამატები:
GPU/Chipset -ის ბლოკი:
გარდა ჰაერის და წყლის გაგრილებებისა არსებობს გაგრილება მშრალი ყინულის მეშვეობით, თხევადი აზოტი და ა.შ..
ეს პატარა სტატია ჩემგან.. გისურვებთ კომპონენტების საუკეთესო გაგრილებას This post has been edited by MANAXH on 6 Feb 2010, 17:43