გასაგებია.
მაშინ უნდა გააკეთო (ან გააკეთებინო) სტაბილიზირებული გარდამქმნელი: 12V > +3.3V,+5V,+12V,-5V,-12V,+5V(სამორიგეო).
თუ ენთუზიასტი არ ხარ, ამის შემუშავება და გაკეთება მგონი უფრო ძვირი დაგიჯდება, ვიდრე მზა იყიდო.

თუ შენ თვითონ გააკეთებ, +3.3V,+5V,+12V, -ზე სიგანე-იმპულსური სტაბილიზატორია შესაქმნელი (კარგი მქკ რომ
იყოს, იმიტომ რომ დიდი დენი გადის ამ წრედებში), -12,-5-ზეც იგივე, მაგრამ უფრო მარტივი (აქ პატარა დენია, -5 კი
არც გამოიყენება, ISA სტანდარტისთვისაა). სამორიგეო 5V-ისთვის კი სულაც უბრალო სტაბილიზატორი წავა,
(ერთი წინაღობა და ერთი სტაბილიტრონი).
ამის გარდა, კიდევ დაგჭირდება ჩართვა-გამორთვის სქემა და "power good"-ის გამომუშავება.
ჩემი აზრით ასეა. თუ სხვა რჩევები ვინმეს ექნება - კეთილი.