ბევრი თემები იყო HDD-ს "BAD BLOCK"-ების ირგვლივ, ამიტომაც ვეცდები ავხსნა, თუ რა არის ეგ მოვლენა.

(წინასწარ ვიტყვი: პრაქტიკულად არ არსებობს HDD, რომ არ ჰქონდეს ასეთი ბლოკები)
ჯერ დაახლოვებით გავიგოთ, თუ როგორ არის მოწყობილი HDD-ს სტრუქტურა. ამის გარეშე ვერ გავიგებთ
მექანიზმს.
არის ორი ტიპის სტრუქტურა: შიგა სტრუქტურა, რომელისაც "იცნობს" თვით HDD და გარე სტრუქტურა, რომელსაც
HDD "ანახებს" (ჩათვალე "ატყუებს") კომპიუტერს.
ვთქვათ, ჩვენ გვინდა წავიკითხოთ რაიმე ფაილი (გამარტივებული მაგალითი):
კომპიუტერი იხედება თავის ამა თუ იმ ფაილურ სისტემაში, სადაც წერია, თუ რომელ სექტორებში არის ეგ ფაილი
და აძლევს ბრძანებას HDD-ს (ეგ ეტაპი ყველამ ვიცით). HDD იღებს ამ ბრძანებას, იყურება თავის "კარტოთეკაში" თუ რომელ "ნაღდ" სექტორს შეესაბამება ის გარეთა, კითხულობს იქიდან მონაცემებს და აძლევს კომპიუტერს.
გარე სტრუქტურა არ არის "საიდუმლო", იგი წერია თვით HDD-ზე, რომ ის არის მაგალითად 40 გიგაბაიტიანი
და შესაბამისად მთლიანობაში აქვს 80000000 სექტორი. (სექტორის ზომა 512 ბაიტია).
სინამდვილეში კი ამ HDD-ს აქვს 80000000 + კიდევ რამდენიმე სექტორი. ეს "კიდევ რამდენიმე" საჭიროა იმისთვის,
რომ იქ ჩაიწეროს HDD-ს ოპერაციული სისტემა, ზემოთაღნიშნული "კარტოთეკები" და (თემას რაც შეეხება) სარეზერვო სექტორები BADBLOCK-ებისთვის.
ქარხანაში HDD თავიდან რომ იწყობა, მას საერთოდ არ აქვს გარეთა სტრუქტურა. ყველანაირი დიაგნოსტიკის
შემდეგ, მას უკეთებენ საბოლოო ტესტს . ამ ტესტის ერთ-ერთი
მიზანი არის შემდეგი : დაწვრილებით დატესტოს მთლიანი ზედაპირი (ანუ 80000000 + "ცოტა კიდევ"), ნახოს
თუ რომელი სექტორებია ცუდი და აღნიშნოს ისინი "კართოთეკაში". (ვთქვათ, მე-100 სექტორია ცუდი, კართოთეკაში
მას შეესაბამებს მე-80000001 სარეზერვო სექტორს). ამ ტესტის ბოლოს, ასეთი მეთოდებით ყალიბდება გარე სტრუქტურა, რომელიც გამოითვლება ამ "შავი სიის" მიხედვით და აბსოლუტურად "სუფთაა", BADBLOCK-ების გარეშე. გარდა ამისა, კიდევ რჩება ცოტა სარეზერვო სექტორები, რომლებიც გათვალისწინებულია იმისთვის, რომ მერე, HDD-ს ექსპლუატაციის დროს, ახალი BADBLOCK-ების გაჩენისას შესაძლებელ იქნას მათი ჩანაცვლება თვით HDD-ს მიერ. (როდესაც თვითონ წააწყდება მას, ან იძულებით, პროგრამის მეშვეობით).
აქდან გამომდინარე, "შავი სია" ორია: ქარხნის, რომელშიც წერია იმ ტესტის მიერ აღმოჩენილი BADBLOCK-ები და
მომხმარებლის, რომელიც ახალ HDD-ში ცარიელია და მერე ივსება შესაბამისად,(თუ გამოჩნდება ექსპლუატაციის დროს BADBLOCK-ები.)
სწორად ამ მომხმარებლის სიის მდგომარეობას აღნიშნავს S.M.A.R.T-ის პარამეტრი "reallocated sector count".
P.S.
victoria-ს აქვს ეს ჩანაცვლების ფუნქცია, ჰქვია remap და არის სკანირების ქვემენიუში.
ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ: ქარხნული მეთოდით (ტექნოლოგიურ რეჯიმში) BADBLOCK-ების ჩანაცვლება და მომხმარებლის რეჟიმში ჩანაცვლება სხვადასხვა ალგორითმით ხდება, თუმცა ბოლო მიზანი ერთია: მივიღოთ
HDD BADBLOCK-ების გარეშე.