ტაკს.. ძაან საინტერესო მიმოხილვა დაიდო ნეტში..
აიღეს ინტელის ორი პროციკა Core i7-975 EE და Core i5-750, ჩაუყენეს 6 სხვადასხვა თანამედროვე ვიდეოკარტა (3 ნვიდია +3 ატი) და გატესტეს სხვადასხვა თამაშებზე და 3დ მარკში. უნდოდათ დაედგინათ თანამედროვე თამაშებში წარმადობა რამდენადაა დამოკიდებული პროცესორზე.
ამ 2 პროცესორში განსხვავება მხოლოდ სიხშირეა და HT... ქორ ი7-ის სასარგებლოდ რასაკვირველია


ჰო, სულ დამავიწყდა, ფასშიცაა განსხვავება რათქმაუნდა

ოფიციალურად 999$ vs 199$
ვიდეობარათები:
ATI Radeon HD 5970
ATI Radeon HD 5850
ATI Radeon HD 5770
Nvidia GeForce GTX 480
Nvidia GeForce GTX 470
Nvidia GeForce GTX 275
თამაშები:
Battlefield: Bad Company 2
Call of Duty: Modern Warfare 2
Crysis Warhead
Far Cry 2
Metro 2033
S.T.A.L.K.E.R.: Call of Pripyat
Wolfenstein
Just Cause 2
Resident Evil 5
Street Fighter IV
Mass Effect 2
Colin McRae: Dirt 2
Tom Clancy's H.A.W.X.
BattleForge
World in Conflict: Soviet Assault
+
Futuremark 3DMark Vantage
ტესტების შედეგად გამოირკვა, რომ სხვაობა წარმადობებს შორის ერთიდაიგივე ვიდეოკარტების პირობებში არის 10-30% ქორ ი7-ის სასარგებლოდ:

მააგრამ..
ამ პროცესორებს შორის ფასში სხვაობა იმხელაა, რომ ი5-ის ყიდვის შემთხვევაში დაზოგილი ფულით ადამიანის თავისუფლად შეუძლია მოუვიდეს არამარტო Radeon 5850/5870, არამედ GeForce GTX 480-იც კი. და თუკი გავითვალისწინებთ რომ ნორმალური მაზერი LGA1156-ზე გაცილებით უფრო იაფი ჯდება ვიდრე LGA1366-ზე, არ არის გამორიცხული რომ ATI Radeon HD 5970-იც კი ააგდოს კაცმა

ასე რომ, საკითხი დგას შემდეგნაირად: თუ ადამიანს იმდენი ფული აქვს რომ იყიდოს ძლიერი ვიდეოც და ძლიერი პროცესორიც, ძაან კაი, მარა თუ ერთ-ერთ მათგანზე უწევს ფულის დაზოგვა, ეს ჯობია რომ იყოს პროცესორი, რადგანაც ძლიერი ვიდეობარათის პირობებში პროცესორის გავლენა ვიდეოთამაშებში წარმადობაზე მინიმალურია

წყაროები:
ინგლისურად:
http://www.xbitlabs.com/articles/cpu/displ...games-2010.htmlრუსულად:
http://www.fcenter.ru/online.shtml?article...rocessors/28788
This post has been edited by nick_el_son on 21 May 2010, 11:49