მოდდინგ.რუ-ზე შედიხართ ხოლმე?
აი მანდ ისწავლით მოდინგის ანი-ბანს.
ადრე ვერთობოდი ამით და საკმაოდ შევყევი, საქართველოში გვინდოდა მე და ჩემს მეგობარს ფეხი მოეკიდებინა მოდინგს და მომგებიანი საქმის სახე მიეღო, მაგრამ იდეა დარჩა იდეად და სახლში გადაკეთებული კომპიუტერით, თავის მაუსით და რაღაცრუღაცეებით. ბოლოს დრო აღარ მქონდა რომ მემაიმუნა კომპიუტერზე.
წყლის გაგრილების სისტემა გავაკეთე, hand made არის მთლიანად, არაა ნაყიდი და რუსულ ფორუმზე კაი გამოხმაურება ჰპოვა.
თაგვების რამდენიმე ეგზემპლარი დავამოდინგე.
დროის უქონლობამ არ დამამთავრებინა პროექტი, რომელიც მოიცავდა ალუმინის და "стеклоткань"-ით აგებულ კორპუსს, სრული წყლით გაგრილება და Silent კორპუსი.
ნახაზებიც კი შევადგინე და ვეღარ მოვასწარი.
თუ დაგაინტერესებთ სადღაც მაქვს სურათები და მოვიძებნი.