xositoმომეწონა სიმპატიურია

კეისი არ მიწყობს ხელს თორე რაიმე მაგდაგვარს გავაკეთებდი მეც...

თანაც ფიზიკურად არ სჭირდება ჩემსას მაგდენი ქულერი, მონაცემებში მოიკოჭლებს..
P.S. გუშინ დავიწყე და დღეს დავამთავრე mouse pad-ი
რომელიც ასე გამოიყურება...

დამზადების წესი ძალიან ადვილია!
სახარჯი მასალა:
1. მაუს პადი ჩვეულებრივი... (მე დანიურ სახლში ვიყიდე სამზარეულოს ქვაბების დასადგამი, ძალიან გავს მაუს პადს და საკმაოდ დიდი ზომისაა 30X40 სმ. ღირდა 1.80 ლარი ძალიან კარგად აკეთებს თავის სქმეს!)
2. ცელოიდის ფირფიტა (პლასმასის "შუშა"

) მაუს პადზე ცოტა დიდი. (მე სახლში მეგდო მაგრამ ელიავაზე მაქსიმუმ 2 ლარი აიღონ მაგხელაში)
3. 7 ცალი დიოდი (რა ფერიც ტქვენ გინდათ) მე წითელი გავაკეთერომლებიც არის 3 ვოლტიანები და დასჭირდა 510 ომიანი რეზისტორები (12 ვოლტზე შევაერთე პარალელურად) ლურჯი და მწვანე ფერის დიოდები 5 ვოტიანებია და მაგაზიაში გეტყვიან თვითონ 12 ვოლტზე პარალელურად რა რეზისტორები დაჭირდება. (დი ეი სი-ში ვიყიდე პავლოვის 7-ში წითლები 30 თეთრი ღირს მწვანე ლურჯი და ნარინჯისფერი 50)
4. წვრილი მავთული (ერთ ან მრავალ წვერიანი მტავარია წვრილი იყოს)
5. ორმაგი სკოჩი
6. ზუმფარა (შკურკა) 2000-იანი ან ე.წ. ნულივოი
7. კალა
8. სკოჩი
ხელსაწყოები.
ქლიბი
პაიანნიკი
და
თუ სახლში მოგეპოვებათ დრელი და ფრეზი ჩათვალეთ ერთ დღეში გააკეთებთ!
თუ არ მოგეპოვებათ მაშინ ბეწვა ხერხი...
არც ეს?? მაშინ ე.წ. ნაჟოვკა (რკინის ხერხი)
არც ეს? აბა რა გინდათ აქ რა მოდინგი მოგინდა?? 200 ლარი ღირს დამოდინგებული და გამჭირვალე კეისი და ის იყიდე! პადი კიდე ამხელა ასე 50-60 ლარი დაგიჯდება

დანარჩენებისათვის კი ვაგრძელებ...

ცელოიდის ფირფიტაზე ვაკეთებთ ასეთ ჭრილებს (წითლებით დიოდების მდებარეობა და მიმართულებაა ნაჩვენები)

თუ ფრეზი გაქვთ რაც შეიძლება ღრმა ღარებს.
თუ ბეწვა ხერხი უბრალოთ ამოჭერით ეგ ფორმა.
ასევე მოიქეცით თუ ნაჟოვკა გაქვთ.
წამოიყვანეთ დიოდიდან პლიუსი და მინუსი და ერთ-ერთზე დასვით მიმდევრობით რეზისტორი. ასე მოიქეცით ყველა დანარჩენზე და შეშასვლელთან პლიუს მინუსი გააერთიანეთ. და დენის წყაროს მიუერთეთ! (კეისში 4 წვერიანი კვების ჯეკები როა იქ შეაერტეთ ყვიტელზე და შავზე)
ცათვალეთ დიოდების ქსელი მუშაობს. (ღარებში ჩაწყობარა აკლია)
ახლა თვითონ პადი.
როცა ცელოიდს პადის ფორმას მისცემთ და ოდნავ დიდი იქნება პადზე დაიწყეთ წახნაგების მომრგვალება წმინდა ქლიბით!
რო მოამრგვალებთ აიღეთ ზემოთ ხსენებული ზუმფარა და წახნაგები გაუშკურკეთ!
ბოლოს კი მოიძიეთ ქეჩა ან რაიმე მაგარი შალის ნაჭერი, წაუსვით ცოტა კბილის პასტა და დაიწყეთ წახნაგების გაპრიალება.
რო გააპრიალებთ დიოდებისგან აწყობილი ქსელი ჩაალაგეთ ცელოიდზე ამოჭრილ ღარებში და ზედაპირი დასკოჩეთ.
ამის შემდეგ აირეთ ჩვეულებრივი მაუს პადი და ძირზე მიაკარით ორმაგი სკოჩი და დააკარით ცელოიდის ფირფიტაზე. მორჩა ძალიან ლამაზი მაუს პადი სახლში გაქვთ!
This post has been edited by GRINGO-ს ძმა on 23 Jun 2010, 03:36