DX რას უადვილებს ვიდეოს? ეგ ზუსტად არვიცი ალბათ ახალი DX-ები უფრო ოპტიმიზირებულია მაგრამ ზოგადად ახალი DX-ის დაყენებსგან FPS არ ემატება თამაშს, ანუ თამაში თუ DX9-ზე არის გინდ DX9 გეყენოს გინდ DX10 მემგონი ერთი და იგივე იქნება საერთო ჯამში... DX-ში ჩადებულია ახალი ტექნოლოგიები რომელიც თამაშს უფრო რეალურს ხდის მაგალითად DX11-ში არის ახალი ჩრდილები რომლებიც გაცილებით უფრო რეალურს ჰგავს ვიდრე DX10-ის ჩრდილები
აი DX10-ში რაღაც კვადრატისებური საზიზღარი ჩრდილები

ეს კი DX11-ის ჩრდილები უკვე პრაქტიკულად რეალური ჩრდილია

და ასე შემდეგ იხვეწება ნელნელა ყველაფერი და მე იმის თქმა მინდოდა რომ DX11 უკვე იმ დონეზეა დახვეწილი რომ ძალიან თუ მოინდომებ საკმაოდ რეალისტიკურ გრაფიკას შექმნი, ნუ რათქმაუნდა 12, 13, 14, უფრო დახვეწლი იქნება თუმცა DX11მა ესე ვთქვათ გამოსახულების ახალ ხარისხში შეგვიყვანა
ეხლა ეს წყალი ნამდვილი არაა მაგრამ უკვე ძალიან ახლოსაა რეალობასთან (ბოლოში ნახე)