ადრე ვწერდი რომ Mozilla firefox-სში მუშაობისას მქონდა ხოლმე პრობლემები. კერძოდ კი უცბად ეკრანზე არტიფაქტების მსგავსი რაღაცეები ჩნდებოდა და სქროლინგისას ან გვერდზე გადასვლისას ქრებოდა. მაქვს MSI R9 270-ის ბარათი. აგერ
Gogla1990 - მა ჩინებული დახმარება გამიწია ზემოთ აღნიშნულ პრობლემაზე რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ამის შემდეგ გადავქექე გუგლი,რეებს არ წერდნენ ზოგი დრაივერების წაშლა,დაყენება,განახლებას ემხრობოდა,ზოგი წერდა რომ გამოცვლა უნდოდა ბარათს,ზოგიც ბიოსზე ფიქრობდა.
ამდენი ძებნის შემდეგ წავაწყდი ასეთ რამეს, ამ ყველაფრის მიზეზად ასახელებდნენ კონკრეტულად იმას რომ ზოგ ბარათს ანდაც დრაივერებს ჰქონდათ პრობლემა ამ ბრაუზერთან მიმართებაში.
უბრალოდ გამოვურთე მოზილას ეს ფუნქცია:

ვოალა,ის ყველაფერი გამოსწორდასავით,უბრალოდ ხანდახან ტაბები ურევენ და როცა მომენტი ჩამივარდება მაგასაც გაჩვენებთ.
საქმე იმაშია რომ სამსახურში მიყენია XFX HD 6870 აქ უკვე შეგნებულად მაქვს გათიშული ეს ფუნქცია, მაგრამ სახლში ტაბები ხანდახან როგორც უფრენენ, "იზილებიან" თუ ა.შ. იმავე ხდება აქაც იმავე ბრაუზერში. ხოლო იგივე ქრომზე,იმავე ოპერაზე მსგავსი რამე არ ხდება. ყველაფერი მუშაობს გამართულად.
p.s. ვისაც მსგავსი პრობლემა გაქვთ მაინც იცოდეთ რომ ძაან არ იწვალოთ არ გეგონოთ ბარათი ცუდი ან რამე ეგეთი. უბრალოდ მოზილაზე ეტყობა რადეონთა ზოგი სახეობა აფრენს და ვერ გუობს.
This post has been edited by wilkinson on 28 Mar 2015, 11:05