მოკლედ კაი შარში გავყავი თავი :|
ძმაკაცის კომპი უკვე წელიწადზე მეტია ახურებს.
თამაშების და ვიდეოების ჩართვის დროს რესტარტდება, ბლუსქრინს აგდებს და რესტარტდება. თავიდან როცა ჩაირთვება, თუ ისევ ის თამაში ან ვიდეო ჩართე, თანაც მალე, მაშინ ირთვება ჩვეულებრივ, სხვა თამაში რო ჩავრთო მაინც გადატვირთავს.
წელიწადზე მეტია ეს პრობლემა გვჭირს, დავიწყე პროგრამული მხარით, რამდენჯერ გადავაყენე ვინდი ვინჩესტერის დაფორმატება-გაწმენდიანად მარა არ შველის.
ახალ დაყენებულზე არაფერი ჭირს, ჩვეულებრივად ირთვება, გავა 1-2 კვირა და დაიწყებს რესტარტებს ისევ.
ვირუსი არ მგონია 99%-ით უფრო ჰარდი
მარა ჰარდზეც გავიჭედე. ვიდეო კარტა მეგონა შემდეგი, გუშინ ვიჩალიჩე, მაზერი ინტეგრირებულია და მაზერის ვიდეოს ჩართვამ შეიძლება უშველოს თქო.
მარა შედეგი იყო 0. ერთი ის სხვაობა იყო რომ არაინტეგრირებულ ვიდეოზე ბლუსქრინს აგდებდა და მერე რესტარტდებოდა, ეხლა კიდე პირდაპირ ითიშებოდა.
შემდეგი ნაბიჯი იყო ოპერები. ორი უყენია და სათითაოდ ვცადე იქნება რომელიმე აჩმახებს-თქო მარა არაფერი სხვაობა. დაჟე სხვა სლოტებშიც მოვსინჯე...
ჰოდა მეტი იდეა აღარ მქონდა და დავიკიდე, დავანებე თავი
რა შეიძლება იყოს, რა გავაკეთო სხვა კიდე, რას მირჩევთ?