მოკლედ მაქვს ასეთი სიტუაცია:

როდესაც დატვირთვა მატულობს (თამაშებისას) ტემპერატურა იზრდება 120 გრადუსამდე ცელსიუსით პირველ ბირთვზე და 114 გრადუსამდე ცელსიუსით მეორეზე. ამის მერე კომპი ითიშება. ამას სჭირდება სულ ათიოდე წუთი თამაშის ჩართვის შემდეგ.
დამეხმარეთ რა. ქულერის ჩამატება ვიფიქრე, მაგრამ როგორც ვიცი, რამდენიმე ტიპის ქულერი არსებობს და რომელი უნდა ჩავამატო, აზრზე არ ვარ. ან სად უნდა ჩავამატო, ისიც არ ვიცი. პლუს ერთი ისედაც ჩავამატე შარშან და ახლა ქულერის ორივე შტეკერი დაკავებულია.
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ რა.