ეს მინიმუმიდან ბევრად მეტის გამომუშავებაც ვერ ჯდება ბუნების კანონებში.
ამით იგულისხმება რომ სისტემის (მოწყობილობის ან რაიმე მექანიზმის) მარგიქმედების კოეფიციენტი 1 ზე მეტია (ან 100%-ზე მეტი პროცენტებში).
განვიხილოთ კონკრეტულად ეს ავტომობილი.
დავუშვათ მისი წონაა 1 ტონა (გამოთვლების დასამარტივებლად).
დავუშვათ ეს ავტომობილი ადის 100 მეტრ სიმაღლეზე ნახევარი საათის განმავლობაში. გამოვთვალოთ დენის ხარჯი 12 ვოლტიანი აკუმულატორიდან.
ენერგიის მინიმალური რაოდენობა, რომელსაც დახარჯავს ავტომობილი 100 მეტრ სიმაღლეზე ასასვლელად (დავივიწყოთ ხახუნი და კარგვები) არის:
E = m * g * h (მასა, თავისუფალი ვარდნის აჩქარება, სიმაღლე) = 1000 * 10 * 100 = 1 000 000 ჯოული.
ნახევარი საათი მოუნდა ასვლას, ამიტომ განვითარებული სიმძლავრე იქნება:
P = E / t (დახარჯული ენერგია, დრო ) = 1 000 000 / 1800 = 555.55(5) ვატი, ანუ უხეშად 555 ვატი.
12 ვოლტიანი აკუმულატორიდან დენის ხარჯი იქნება 555 /12= 46.25 ამპერი. ანუ 46 ამპერი.
ესეიგი იდეალურ შემთხვევაში აკუმულატორიდან ძრავს უნდა მიეწოდოს 46 ამპერი, რომ 1 ტონიანი ავტომობილი 100 მეტრ სიმაღლეზე ავიდეს.
იდეალურ შემთხვევაში იგულისხმება ბორბლებში და სხვა მექანიკურ ნაწილებში ხახუნი ნული. და ელ-ძრავის მარგიქმედების კოეფიციენტი 1 (რომელიც ბუნებაში არ არსებობს ჯერ).
ესეიგი ეგ ძრავა, რომელიც მაგ კაცს უყენია, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს 46 ამპერზე ქვემოთ ვერ ჩამოიყვანს აკუმულატორიდან დენის მოხმარებას.
დავუშვათ და ჯადოსნური ძრავია, რომელიც "ეხმარება" აკუმულატორს და დენის ხარჯი ჩამოიყვანა 5 ამპერზე. ეს ნიშნავს რომ ძრავის მარგიქმედების კოეფიციენტია 46/5 = 9.2 რაც გაცილებით აღემატება 1-ს

ეს კი ნიშნავს, რომ ძრავი ენერგიას გენერირებს არაფრისგან. რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
This post has been edited by asphurcela on 11 Aug 2010, 19:18