იუმორის გარეშე, პრინციპში სერიოზული თემაა და მოდით გავარკვიოთ საიდან ჩნდება ძაბვა მაცივარზე; სარეცხ მანქანაზე; კომპიუტერზე; ტელევიზორზე და ა.შ.► ფიზიკას ძალიან არ ჩავუღრმავდები და მარტივად ავხსნი, კომპიუტერის კვების ბლოკის ფრაგმენტზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ლურჯათ შემოხაზულია კონდესატორული ფილტრი, რომელის დანიშნულებაა სხვადასხვა სახის
იმპულსური დამახინჯებების ჩახშობა, რომელიც წარმოიქმნება ქსელში ან თვითონ კომპიუტერში.
ყველგან სადაც დგას მსგავსი ფილტრი, კონდესატორების შეერთების შუა წერტილში!(წითლად) და შესაბამისად კორპუსზე
წარმოიქმნება ~220v-ის ნახევარი ძაბვა 110v!
იმის გამო რომ კონდესატორების ტევადობა დაბალია... დენის ძალაც შესაბამისად დაბალია და არ წარმოადგენს საშიშროებას
ადამიანის სიცოცხლისათვის! თუმცა საკმაოდ არასასიამოვნოდ იკბინება

►არსებობს სხვა საშიშროება!
მაგალითად რომელიმე ეს კონდესატორი რომ გაირღვეს... მაშინ კორპუსზე გვექნება აქტიური 220 ვოლტი მაღალი დენის ძალით!
ეს უკვე ძალიან საშიშია ადამიანის სიცოცხლისათვის... ამიტომაცაა აუცილებელი სწორი დამიწება...
შემაერთებელი ჩანგლის მესამე კონტაქტი (რომელიც ყოველთვის კორპუსს უერთდება) აუცილებლათ უნდა იჯდეს შტეპსელის დამიწებულ მესამე წვერზე!
დღეს დამიწება სახლების 80-90%-ზეა მიყვანილი და დროა სახლებში გავაკეთოთ თანამედროვე, 3 წვერიანი გაყვანილობა დამიწებით...
►მე, ეჭვი მაქვს თქვენი სიცოცხლე უფრო ძვირი ღირს!

P/S დამიწება და ნოლი სხვადასხვა რამეა...
ნოლის დამიწებათ გამოყენება კატეგორიულათ არ შეიძლება!იქ სადაც სახლზე არ არის დამიწება მიყვანილი, მაგ. სოფლებში. ვაკეთებთ ასეთ დამიწებას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by ten10 on 3 Jun 2017, 16:06