მოგესალმებით.
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.
ამ რამოდენიმე კვირის წინ გადავაყენე windows-ი, ხოლო, ორი დღის წინ, როდესაც გადაყენებიდან პირველად დავრეკე SKYPE- ით, აღმოვაჩინე რომ ჩემი ხმა არ ესმით. საქმე იმაშია რომ, კომპიუტერი მშვენივრად მუშაობს, სკაიპიც, მაგრამ ჩემი ხმა არავის არ ესმის. echo/sound test service-ით შევამოწმე და აქაც არ ისმის.
მერე შევედი ,,ნასტროიკებში'' საიდანაც ,,ნასტროიკი ზვუკა''-ში მიკროფონის, დინამიკების და ხმების გასწვრივ, ვიწრო ჩარჩოებში -- Creative Sound Blaster PCI წერია. არ რეაგირებს მხოლოდ მიკროფონი, რომელიც ხმაზე უნდა რეაგრებდეს. (ინდიკატორივით რომ უნდა რეაგირებდეს)
იქ, სადაც creative sound blaster PCI წერია, როგორც მე მახსოვს გადაყენებამდე realtek AC97 იყო, ხოლო ეხლა არაფერი არ არის აი ამ creative ..............PCI -ს გარდა. შეიძლება რომ ამის ბრალი იყოს?
ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ გარკვევაში და გთხოვთ რომ ,,გასაგებ'' ენაზე დაწეროთ, თორე ეს სპეციფიური ტერმინები არ მესმის და კიდევ უფრო დამაბნევს.
წინასწარ გიხდით მადლობას და ველი თგვენგან დახმარებას.
Возможно, в этом мире ты всего лишь человек, но для кого-то ты - весь мир. Маркес
,,ქალწულობა უპირველეს ყოვლისა!'' DORABELLA
,,რასაცა ითხოვს ბაზარი, იგივე მიეწოდების!" DORABELLA
().....()
(=*;*=)
('')..('')