ისე, თუ ვინტი წესიერად არის გაკეთებული, ამან არ უნდა დააზიანოს. მაქსიმუმ, თუ იმ დროს ჩაწერის ოპერაცია მიმდინარეობდა, გამოვა "ვითომდაზიენებული" სექტორი
(როცა სექტორის მონაცემების ველში ჩაწერილი ინფორმაციის ჩეკსუმა არ უდრის ჩეკსუმის ველში ჩაწერილ მნიშვნელობას, ანუ ინფორმაცია ჩაწერა და მისი ჩეკსუმის
ჩაწერა ვერ მოასწრო). პირველივე ჩაწერის ოპერაციაზე ეგ სექტორი აღდგება.
სხვა მომენტია, თუ სერვის-ზონაში რაიმე არასწორი ინფორმაცია ჩაწერა (მაგალითად, SMART-ის ჟურნალის განახლების დროს). მაგრამ ამ ხარვეზებიდანაც უნდა იყოს
წესით დაცული.
ეგ წესიერად თუ არის გაკეთებული და თუ მართვის პროგრამა ბაგიანია, მაშინ ღმერთმა უწყის. ნორმალურ პირობებშიც შეიძლება გააფრინოს - ცოტა იყო მაგალითები?