ALIEN_WARE ყველაზე მთავარი - არ არსებობს უნივერსალური აკუსტიკა, რომელშიც თანაბრად მაღალ ხარისხიში მოუსმენ სხვა და სხვა ხასიათის მუსიკას. ამიტომ მუსიკალური ჟანრის მხრივ უნდა შეარჩიო აკუსტიკური დინამიკები.
ზოგადად კარგ აკუსტიკად ითვლება ის რომელსაც ინსტრუმენტალის ზუსტად გადმოცემა შეუძლია + კარგი მუსიკალური გაფორმებით. ასეთი დინამიკები კი ყველა არის დიდი, დიდი ბასის დინამიკით
... რომ არ შემომედავოთ, ამ შემთხვევაში "კარგში" მხოლოდ მელომანური, მუსიკის მოსასმენად გათვლილ აკუსტიკას ვგულისხმობ და არა სტუდიურებს, თუმცა ზოგს სტუდიური უფრო ურჩევნია.
რეპს და ელექტრონულ ჟანრებს კარგი ეფექტისათვის გამოკვეთილი სოფტ ბასი უხდება, ეს კი 2.1 აკუსტიკაზე უფრო კარგად გამოდის ცალკე საბვუფერის გამო.
კლასიკური, ჯაზი, ბლუზი, როკი, მეტალი, არტი... და ა. შ. იდეალურ შემთხვევაში ჭირდება მაღალი ხარისხის აკუსტიკა, რადგან ბუნებრივი ხმოვანებაა - რეალური ინსტრუმენტები უკრავენ.
აქაც აკუსტიკა არა ერთგვაროვანია, მაგალითად ისეთ დინამიკში სადაც ბლუზი ისმინება გემრიელად, შეიძლება მეტალმა ჩაისვაროს, აჯაფსანდალი გამოვიდეს საშუალო დიაპაზონში.
რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ სოლო7-ს და პრო3-ს, ორივე კარგია, აქვთ თავისი პლიუს-მინუსები. Sol7-ს ბასში აქვს შეზღუდვა Pro3-თან შედარებით, სამაგიეროდ აქვს ბევრად ლამაზი, სუფთა საშუალო და მაღალი დიაპაზონი, Pro3-ს დიდ სივრცეს ქმნის(დიდი დინამიკის გამო) მუსიკალური სცენაც უფრო მომწონდა, მეტი სიმძლავრე და უკეთესი ბასი, ოღონს საშუალოებში მოიკოჭლებს, ცოტა ჩავარდნილია, მაღლებიც ცოტა მჭრელია. დიდ ხმაზე რეზონანს იძლევა რაც ადვილად სწორდება შიგნიდან მცირეოდენი ბამბის დამატებით. საკმაო ხანი მქონდა ორივე, ერთად ვამუშავებდი. კარგი იყო მარა რა გითხრათ, ეს არის მინიმუმი რამაც შეიძლება ჭირვეული მელომანი დააკმაყოფიოს.
რუსულ S90 არაა ხელ წამოსაკრავი, ამჟამად კარგად შემონახული შეიძლება იშვიათად შეგხვდეს კაცს. ხარისხიანი გამაძლიერებელი + უკეთსი კორპუსი(მდფ) და ყველა მიკროლაბი გვერძე დარჩება
ჩვენთან ბოლო პერიოდში Edifer-ები შემოვიდა, პირადად არ მომისმენია, ინტერნეტში კარგი შეფსებები აქვს. ედიფერის ერთ-ერთ მოდელს და მიკროლაბის ფლაგმანს ადარებდნენ ერთი მეორეს.
მაგ ფასში ყველაზე კარგი ვარიანტი პირველ გვერძე დაგიწერეს S90 + ამფიტონი . თან პირველადი და ძალური გამაძლიერებელი ცალ-ცალკეა. თუ უპრობლემოა ღირს დაფიქრება.
.....
ABABUAსიცოცხლე ყოველ ამოსუნთქვაში...
... უკანასკნელი სამურაი.