ფერების წყობას აქვს თავისი საერთაშორისო სტანდარტი. ეს იმ შემთხვევაშია აუცილებელი, თუ ჩვენ ოფიციალურ დაწესებულებებში გაგვყავს კაბელ-კანალები, მაგ: ოფისებში, სკოლებში, ბანკებში თუ ნებისმიერი სხვა ორგანიზაციებში და დაწესებულებებში. მაგრამ თუ ჩვენ უბრალოდ სახლისთვის ან მეზობლისთვის გვინდა დავამზადოთ (დავჯეკოთ) ჩვეულებრივი კაბელი (პაჩკორდი) როუტერიდან კომპამდე, აქ ჩვენ ფერების სტანდარტს არავინ გვიმოწმებს, მთავარია ორივე მხარეზე იყო ზუსტად იგივე ფერები (ეს უკვე ჩვენი ნებაა, გვინდა ლურჯებით დავიწყებთ და გვინდა მწვანეებით).

ეს არის "Straight Throught" დაჯეკვის მეთოდი. გამოიყენება: როუტერიდან, მოდემიდან ან სვიჩიდან კომპიუტერის ინტერნეტში ჩასართვად/მისაერთებლად.
დაჯეკვის მეთოდი ასეთია, ორივე მხარეს ზუსტად ერთიდაიგივე (568b სტანდარტით შერჩეული) ფერები უნდა იყოს (იხ. სურათი).

ეს არის მეორე სტანდარტი: "crossover" დაჯეკვის მეთოდი. ეს გამოიყენება, მსგავსი მოწყობილობების დასაკავშირებლად, მაგ: კომპიდან კომპზე პირდაპირ შესაერთებლად.
დაჯეკვის მეთოდი ასეთია, ერთ მხარეს იჯეკება 568a სტანდარტით, მეორე მხარეს 568b სტანდარტით.