მოკლედ ბიჭებო და გოგონებო დღეს უსაქმურობის და აუტანელი სიცხის ჟამს გადავწყვიტე ჩემი პროცესორისთვის მაინც მეშველა და ხელთ ბრიტვა მოვიმარჯვე (არ იფიქროთ ვენები გადაიჭრაო

)
ხოდა ავაძრე სკალპი ამ საცოდავს


და სულ ადვილად ავაძრე სკალპი


როგორც ხედავთ არანაირი დეტალი ან კონტაქტი არ აქვს კრისტალის გარშემო, ასე რომ კონკრეტულად ამ პროცესორზე როგორც აღმოჩნდა უფრო უსაფრთხო ყოფილა ეს ამბავი
გავასუფთავე გამხმარი პასტისაგან(ნეხვისაგან) და ხუფის დამჭერი რეზინ-სილიკონისაგან

აქ კი ვიწყებ საკმაოდ შრომატევად საქმეს, უნდა დავიწყო ხუფის ზედაპირის პოლირება(გაშკურკვა)

ხედავთ დასაწყისში რა შედეგიცაა, საკმაოდ არასწორადაა სახურავი და გაშკურკვისასაც ეტყობა

მივდივართ კიდევ წინ(აბა ასე ხომ არ დავტოვდი ატალახებულს

)

როგორც ხედავთ კიდევ ვერ ჩავედი სწორ ზედაპირამდე
აქ კი როგორც იქნა გავასწორე ზედაპირი


შემდეგ უკვე წმინდა შკურკით გავასწორე ნაკაწრები

და მივიღე ასეთი სახე

გავწმინდე კარგად(აციტონი და ნაჭერი გამოვიყენე) და წავუსვი თერმოპასტა Arctic Silver Ceramique 2

ცეცხლგამძლე სილიკონი და კაი ცხოვრება სად იყო ხოდა ვულკანიზაციაში გერმეტიკა თუ რაღაც ვნახე და ხუფი იმით დავსვი თავის ადგილას

იგივენაირად გავაპრიალე ქულერის ის ზედაპირი რაც პროცს ეხება და ავაწყვე უმტკივნეულოდ

დიდი სურვილი მქონდა ძიძიგურის სიტყვები გამემეორებინა : "შედეგი გვაქვს უზარმაზაარი!" მარა ვერ გამოვიდა ეგ ამბავი და ქუთაისელი ბავშვი გამახსენდა, მამა რომ ეკითხება ბაღიდან გამოსულს: გაჭამეს რამე? ბავშვმა კი უპასუხა: "ჩემიი ღლე"

შედეგი ჯერჯერობით არაა სახარბიელო, დავაცდი ერთი დაჯდეს პასტა და დავწერ რა გამოვიდა საბოლოოდ

პ.ს თერმოპასტა ორჯერ სხვადასხვა მეთოდით წავისვი ცდომილება რომ გამომერიცხა, ორჯერვე იგივე შედეგი იყო
This post has been edited by Gogla1990 on 18 Jul 2014, 20:38