სალამი მეგობრებო
პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი თუ არასათანადო თემაში ვპოსტავ.
მოკლედ ერთი შეკითხვა მაქვს: ვიყიდე ნოუთბუქი, რომლითაც უზომოდ კმაყოფილი ვარ. მთავარი დანიშნულება არის აუდიო პროგრამებთან მუშაობა, შიგადაშიგ ადობ პრემიერში ძალიან მარტივი ვიდეო მონტაჟი (ყოველგვარი ეფექტების და გრაფიკული დანამატების გარეშე) და ნუ სტანდარტულ საოფისე პროგრამებთან მუშაობა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა. ამ ყველაფრისთვის ნოუთბუქი მშვენივრად მუშაობს და ძალიან კარგად ართმევს თავს.
არც ცხელდება არც ხმაურობს მოკლედ იდეალურადაა ყველაფერი.
დღეს ვცადე უბრალოდ რამოდენიმე ძველი თამაშის წათამაშება. კონკრეტულად S.T.A.L.K.E.R. Shadow of Chernobyl და S.T.A.L.K.E.R. Call of Pripyat. საკმაოდ ძველი თამაშებია და მაინცდამაინც არაა რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნების. ყოველგვარი შეფერხებების გარეშე უშვებს ამ თამაშებს მაქსიმალურ სეთინგებზე, მაგრამ სასწაულად ცხელდება ლეპტოპის ქვედა მხარე. ლამის უთოსავით გახდეს. OpenHardwareMonitor -ით რომ ვზომავ ტემპერატურას CPU ადის 70-90 გრადუსამდე.
მნიშვნელობა არ აქვს თამაშის სეეთინგები სულ რომ მინიმალურზე დავუწიო ან სულ მაქსიმალურზე რომ მეყენოს მაინც ასე ცხელდება. არანაირი ლაგი, არანაირი ჭედვა არ აქვს თამაშობ ჩვეულებრივად.
შეკითხვა კი მდგომარეობს შემდეგში: შესაძლოა ამის გამო (გადახურებას ვგულისხმობ) ჰარდი (CPU, RAM, SSD, მაზერბორდი) დამიზიანდეს? ანუ ჯობია შევეშვე ხო ამ თამაშების გაშვებას?

))
პ.ს. ნოთბუქის მონაცემები ასეთი: CPU i7 1165G7, გრაფიკული პროცესორი Iris Xe 96EU-s (ინტეგრირებულია და ალბათ აქედან ეზრდება ფეხები კომპიუტერის გაცხელებას), RAM: 16GB 3200, SSD 512 GB.
მოკლედ შევეშვა თამაშ სანამ არ გადავწვი ხო?

)
მადლობა წინასწარ პასუხისთვის