XP და 7-იც მეყენა საცდელად. კარგად მუშაობდა, არავითარი ლურჯი ეკრანი. წინა თვეებში კიდევ ლინუქსის 3 დისტროც ვცადე უბუნტუ, დებიანი და ბოლოს კალი მეყენა. მუშაობდა უპრობლემოდ. ეხლა ისევ 10-ზე ვარ და მარტო ამაზე შვრება. ეს მეორე ზამთარია ასე, მანამდე რამოდენიმე წელი 10 მეყენა და კარგად მუშაობდა. მტვრისგან გაწმენდილია. პინებიც კარგად ზის. ვიდეოკარტა საერთოდ ამოვიღე რომ კვების ბლოკი არ დავტვირთოთქო. ვირუსი გამორიცხულია ვინჩესტერი მთლიანად დავაფორმატე. ვინდოუსი ორიგინალია მაიკროსოფტის საიტიდან გადმოწერილი.
* * *
უფრო ტექნიკური პრობლემა მგონია ვიდრე პროგრამული.
ვინჩესტერი, ოპერატიული ან კვების ბლოკი.
სხვა ვინჩესტერზე ვცადე იგივე ქნა. ვინჩესტერიც გამოირიცხა
ოპერატიულები Memtest86-ით დავტესტე შეცდომა ვერ იპოვა. თანაც დატვირთვაზე არ ითიშება, შემიძლია ბოლომდე დავტვირთო (რამდენიმე პროგრამა გავხსნა ერთდროულად) 100 პროცენტამდე ავიდეს პროცესორის და რამის დატვირთვა. შენელდება გაჭედავს მაგრამ არ დარესტარტდება.
კვების ბლოკი რანაირად დავტესტო ეგ არ ვიცი. ბიოსშიც და Aida64, Spsetup132. CPU-Z ძაბვებს ნორმალურად აჩვენებს.
ტყუილად რომ ვიყიდო ახალი კვების ბლოკი და არ უშველოს რავი ვერაფერი მოვიფიქრე
* * *
ორი წლის უკან შევცვალე ოპერატიულები და ამაზე მაქვს ეჭვი უფრო
ან კვების ბლოკში შეიძლება რომელიმე კონდესატორი ფუჭდება. დაიწვეს მაინც მთლიანად რომ ზუსტად გავიგო
ან ასაკის ბრალია, სიცივეს რომ ვერ იტანს