სალამი კარგ ხალხს

პატარა პრობლემა მაქვს,იმედია სწორად ვპოსტავ
მოკლედ კომპი მქონდა დატოვებული სახლში და დიდი ალბათობით ბავშვებმა აწვალეს და აირია რაღაცეები.
Windows 7 მიყენია.
მქონდა ორი ექაუნთი User და Guest
და როცა შევდივარ User წერს Preparing your desktop
შემდეგ როცა ირთვება,დესკტოპზე აღარაფერი არაა(ძირითადი ფაილებია,ნაგვის ყუთი,ოპერა და 4-5 სხვადასხვა პროგრამა).ანუ ახლად შექმნილ Guest-ს გავს მაგრად.არადა დესკტოპზე ძალიან ბევრი რაღაცა მეყარა.შემეშინდა ხომ არ წაიშალათქო,მაგრამ დისკი ისევ ისეა დატვირთული და ის ფაილებიც აღმოვაჩინე ამ მისამართზე:
C:\Users\User\Desktop
შემდეგ ახალი ფაილი შევქმენი ამ ახალ დესკტოპზე და მისამართი ვნახე იმ ფაილის
C:\Windows\system32\config\systemprofile\Desktop
ამ მისამართზე არის ანუ ახლა ჩემი დესკტოპი
მარტო ეს რომ შეცვლილიყო არაა პრობლემა,გადმოვიტანდი იმ ფაილებს,მაგრამ სხვა დეტალებმაც აურია.ფონტი აირია,ცოტა სხვანაირად ჩანს ასოები.ზოგი პროგრამა ვეღარც ვიპოვე,მაგალითად uTorrent ახლიდან გადმოვწერე.ენების გადამრთველიც აღარაა.თითქოს XPის დიზაინითაა Windows 7

დესკტოპზე მარჯვენა კნოპკას რომ ვაჭერ რუსულადაც იწერება მენიუში და ინგლისურადაც

მოკლედ ქვემოთ დავურთავ დესკტოპის სურათს
იმედია დამეხმარება ვინმე,წინასწარ დიდი მადლობა

This post has been edited by ricrub on 10 Aug 2015, 14:49