აი ასეთი სიტუაციაა ჩემთან და როგორ მოვიქცე?


საცდელად ავუწიე CPU Clock Ratio-ს 4 გიგაჰერცამდე და ჩართვით კი ჩაირთო მარა არაფერი ტესტები არ გამიტარებია, ეგრევე დავაბრუნე სტოკ 3.5-ზე მეთქი რამე არ გავაფუჭო მეთქი

ჰოდა მოკლედ ცოტა მითითებები მინდა რა..
რას ავუწიო რას დავუწიო...
სტოკ ქულერზე დიდ ოვერქლოქს არ უნდა ველოდო, მარა სადღაც 4 გიგაჰერცი მაინც მინდა იყოს ისე რო პრობლემა არ მქონდეს..
ძაან ბევრს ვითხოვ კარგი ქულერის უქონლობის პირობებში?
* * *
რამდენიმე საათი დატვირთვის (თამაშის) შემდეგ აი ასეთი სიტუაციაა ხოლმე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქულერი მაქსიმუმ 3900 რპმ-მდე ადის და ცპუ ტემპერატურა სადღაც 30 გრადუსის ფარგლებშია ხოლმე
(ნუუ ჯერ 40-ს არ მინახავს აცდენოდეს)
ჰოდა ახლა 3.5ზეა ცპუ და 4 გიგაჰერცამდე აწევა (ან 4.2 თუნდაც რავი) იმდენად დატვირთავს რო პრობლემები შემექმნება ვითომ?