momxmarebeli129პროგრამების / კრეკების / სერიალების მოთხოვნა. (post #32707083)თუ პაროლი სერიოზულია (არანაკლებ 7 სიმბოლოსი, თან არ შეიცავს სტანდარტულ სიტყვას ან მსგავსს, შეიცავს სხვადასხვა რიგის და რეგისტრის სიმბოლოებს; ან შედგება ერთი რიგის სიმბოლოებისაგან, მაგრამ მათი რიცხვი დიდია - 10 და მეტი) - შანსი პრაქტიკულად არაა.
თუ საპირისპიროდაა, შანსი არის. გატეხვის დროის შესამცირებლად საჭიროა არა უბრალოდ კარგი გასატეხი პროგრამა (ვთქვათ, Elcomsoft RAR Password Recovery), არამედ კიდევ უკეთესი - Accent RAR Password Recovery.
ახლა რაშია საქმე. Accent-ის პროგრამა ცენტრალურ პროცესორთან ერთად იყენებს გრაფიკული პროცესორის შესაძლებლობებსაც. შედეგად, თუ ჩვეულებრივ პირობებში, CPU-ს გამოყენებით პაროლების მორგების სიჩქარე არის წამში, ვთქვათ, 10, 20... 50 პაროლი წამში, GPU-ს შეამხანაგებით სიჩქარე 40-50-ჯერ იზრდება.
მაგალითად, ჩემთან ელკომსოფტის პროგრამა 20 პაროლს სინჯავდა წამში, ეს კიდევ, სხვადასხვა რეჟიმზე (უხეში შეტევა, ლექსიკონის გამოყენებით, სიმბოლოების ნაკრების შერჩევით) -20-დან 170-მდე - ცუდად გატეხილზე. smile.gif კარგად გატეხილზე ავიდა 170- 450 პაროლზე წამში. მაგრამ - ეს გააჩნია ვიდეოკარტას. ახლებზე და კარგებზე პაროლების მორგების სიჩქარე 10-15 ათასია. შესაბამისად, ნაკლები დროც ელოდები. smile.gif
მაგრამ, ისევ და ისევ - თუ პაროლი სერიოზული არაა. მაშინ ვერანაირი GPU ვერ უშველის.