severussეგ არის preinstation environment.
უნდა ჩაწერო ფლეშკაზე ან დისკზე როგორც წერ ვინდოვს იგივე პრინციპით. თუ ფლეშკაზე წერ rufus-ით ჩაწერე რო bootable გაკეთდეს. ისევ როგორც ვინდოვს წერ დაარესტარტებ კომპიუტერს, შეაგდებ ამის ფლეშკას და დააყენებ ბიოსიდან რომ ფლეშკიდან ჩაიტვირთოს ბუთი და მერე ჩაიტვირთება ეს პროგრამა.
ეს არის ჩვეულებრივი სისტემა ოღონდ იტვირთება არა შენი ვინჩესტერიდან არამედ ფლეშკიდან. წარმოიდგინე ჩვეულებრივი ოპერციული სისტემაა. ხედავ შენს დისკებს c d e რაც გაქ ყველას. შეგიძლია ფაილების გადაკოპირება დისკებს შორის ანუ შენახვა და გადარჩენა. მაგალითად სანამ ვინდოვს გადააყენებ და კომპიუტერს რო ვერ რთავ ანუ შენი შემთხვევა, ამ დროს ამითი ჩატვირთავ სისტემას c დან d ზე გადაიტან რასაც გინდა და მერე ვინდოვს გადააყენებ. ასევე შეგიძლია ის ფაილები შენი ვინჩესტერიდან შეერთებულ ფლეშკაზეც კი გადაიტანო.
თან ჩაშენებულია უამრავი საჭირო ინსტრუმენტი დიაგნოსტიკის თუ სხვა და სხვა. ასევე თუ ლანი გაქ მიერთებული ინტერნეტშიც გადის. აქვს ასევე ბროუზერიც ანუ ინტერნეტშიც შეხვალ
აგერ ლინკი:
http://sergeistrelec.ru/winpe_10_8/137-win...sh-version.html პარლი არქივზე: strelec
გადმოწერე, ამოაარქივე, iso ფაილი rufus ით ფლეშკაზე ჩაწერე. მერე გათხარე ეს ფლეშკა კოპმში, დაარესტარტე კომპი, ბიოსში შედი და boot დისკად პირველი usb მიუთითე, დაასეივე და გამოდი, ისევ დარესტარტდება და მერე ასარჩევი გამოვა და WinPE10x64 აირჩიე და დაელოდე, ჩაიტვირთება სისტემა, დააკოპირე რაც გინდა სადაც გინდა.
desktop იქნება სავარაუდოდ C:\Users\Sheni useris saxeli\Desktop აქ
ვინდოვსს სანამ გადააყენებ ამ ყველაფრის მერე დაიმახსოვრე რომ C და D დისკები არ ჩანს გადაყენებისას, ანუ ვერ დაინახავ სახელებს. მხოლოდ ჩანს free space და total space. ანუ თავისუფალი ადგილი და მთლიანი მოცულობა. ამიტომ წინასწარ უნდა დამახსოვრო რამდენი იყო C ზე ადგილები რომ მერე გადაყენებისას D არ დააფორმატო. ანუ ადგილების მიხედვით მიხვდები რომელი იყო C ვინდოვსის ინსტალაციისას .
This post has been edited by zgarb7 on 27 Jan 2018, 17:17