https://www.facebook.com/GeorgianAviation/?fref=nfგვეპატიჟებიან 9 მარტს 13:00 საათზე....
რა ვქნა მე ვერ მივდივარ.... სამსახურში ვარ ... მანქანაც კი არ მქავს,როგორ მივასწრო .. კოპტერს ხომ არ დავაჯდები ... იქნებ და მიხვიდეთ ვისაც აქვს მისვლის საშვალება !!!
********************************
უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელთა/ოპერატორთა საყურადღებოდ!
დრონების უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციებისა და მისაღები მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს მიმართ არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ხვალ, 9 მარტს, 13:00 საათზე გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც ორივე მხარეს მოგვეცემა შესაძლებლობა გავიცნოთ ერთმანეთის პოზიციები და ვისაუბროთ საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებასთან დაკავშირებულ ყველა აქტუალურ საკითხზე. აქვე გაცნობებთ, რომ სააგენტო მომავალშიც გამართავს შეხვედრებს დრონების მფლობელებთან, ოპერატორებთან და ოპერირების მსურველებთან.
შეხვედრის ადგილი: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, აეროპორტი, თბილისი
საკონტაქტო პირი: აკაკი მაისაია, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ფრენის სტანდარტების, სერტიფიცირებისა და ინსპექტირების დეპარტამენტი, ტელ: (995 32) 294 80 09, ელ.მისამართი: flightstandards@gcaa.ge
*******************************
This post has been edited by CHIPSET on 8 Mar 2016, 13:21