1) 12 ან სულაც 13-იანი პროპელერები დაგჭირდება.
2) მთლიანი წონა სასურველია იყოს დრონის ტვირთამწეობის 50%. ეგაა Thrust-to-weight ratio რომელი 2-თან ახლო უნდა იყოს. 12X38 პროპელერებზე ამას აქვს 4 კილო ტვირთამწეობა. საკუთარი წონაა 1104 გრამი, ანუ სადღაც 1 კილოს გაქაჩავს (1.9 კოეფიციენტი გამოდის). თუმცა შენ არ გაქვს დამატებული კონტროლერი. GPS და ა.შ. ეგენი ჯამში 100 გრამამდე ავა.
3) მაგ კონფიგურატორში შეგიძლია Other-ში ჩაუწერო დამატებითი წონა და დაგითვლის Thrust-to-weight ratio-საც და ასევე ფრენის დროსაც.
4) 2.5 კილო სერიოზული წონაა ნებისმიერი კოპტერისთვის. კვადრიკი მაგას მეეჭვება გაქაჩავდეს. ჰექსაზე ან ოქტაზე უნდა იფიქრო. ყველაფერი იგივე რომ დატოვო ჰექსას ექნება 6 კილო თვირთამწეობა. ანუ 3 კილოს აქაჩავს დამატებით. ამას უნდა დააკლო ძრავების და ფრეიმის წონები. ასევე აკუმულატორები დაგჭირდება უფრო დიდი. ან 2 ცალი პარალელში უნდა დააყენო. ეს ყველაფერი უცებ შეჭამს მაგ 3 კილოდან ასე 1 კილოს და გამოვა რომ 2 კილოს აწვს. 2.5-ის ჩემთხვევაში კოეფიციენტი 1.7 იქნება. პრინციპში ასატანია ალბათ. მაგრამ ფრენის დროს დიდს ვერ მიიღებ. 10 წუთი თუ გამოვიდა კაი შედეგი იქნება.
* * *
ონექსს უწერია

16/03/2016
გაცნობებთ
შეზღუდული ნივთების ნუსხას დაემატა შემდეგის სახის პროდუქტი: ლეპტოპის ბატარეა და მსგავსი სახის დამოუკიდებელი აკუმულატორები
This post has been edited by ნიკა on 19 Mar 2016, 17:55