მასე არ გადავა. იმიტომ Adacnux არის ქართველების მიერ დარედაქტირებული ფონტი, რომელიც ინგლისურ ტექსტს (ანუ ლათინური კოდირებისას) აჩვენებს ქართული ასოებით.
ხოლო, Sylfaen კითხულობს, ნამდევლად ქართული ტექსტს, ე.ი. ქართული კოდირებისას.
ზოგადად Sylfaen არის უნიკოდი, ანუ შეუძლია როგორც ქართულის, ასევე ლათინურის, სომხურის, ბერძნულის და ა.შ. ჩვენება.
ანუ, თუ მთლიან ტექსტს მონიშნავ და აირჩევ Sylfaen-ს, რაც ქართულად წერია, იმას ქართულად გაჩვენებს, ხოლო რაც ინგლისურად წერია (ე.ი. acadnusx-ით) იმას ინგლისურად გაჩვენებს.
რადგან, Sylfaen-ისთვის AcadNusx-ში აკრეფილი ტექსტი, ჩვეულებრივი ინგლისურია.
ხოლო, თუ მთლიან ტექსტს მონიშნავ და აირჩევ AcadNusx, მაშინ რაც ინგლისურად წერია, იმას ქართულად გაჩვენებს, მაგრამ რაც ქართულად წერია, იმას ვერაფერს უზამს, რადგან AcadNux მხოლოდ ინგლისურს კითხულობს და იმ ქართულის წაკითხვა, რაც Sylfaen-ს შეუძლია, მაგას არ შეუძლია.
ამიტომ, Sylfaen დარჩება ქართულისთვის.
თუ გინდა, რომ მთელი ტექსტი გადავიდეს ინგლისურში და მერე AcadNusx-ს წააკითხინო, ამისთვის ის რაც ქართულად წერია და Sylfaen კითხულობს, უნდა გადაიყვანო ლათინურში.
ამისთივის, ზემოთ დაგილინკეს საიტები.
თუ ჩაკოპირება არ გინდა, ასევე იმ ლინკებში იყო ეს პროგრამა
ქართული კოდირება (GeorgianCharConverter) პირდაპირ word-ში ყენდება