genadiმზის არა ქარის მინდა მე.
დამგროვებლად წყალს გამოვიყენებ, ანუ როცა ქარია 3-4 ტონიან ავზში (რათქმაუნდა შეფუთულს და სათბურში შიგნით დადგმულს) წყალს გაათბობს, როცა ქარი არ იქნება მაშIნ ავზიდან ისაზრდოვებს და გაათბობს სათბურს, როცა წყლის ტემპერატურა დავარდება მიეხმარება გაზი ან დენი, სავარაუდოდ გაზი მიაწოდებს დამატებით სითბოს თავად ავზს, ანუ ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ ავზში წყალი მუდმივად თბილი იყოს, განსაზღვრულ ტემპერატურამდე, რასაც ჩემივე დამზადებული კონტროლერი მიხედავს, ანუ რო ვეტყვი 65-70 გრადუსზე დაბლა თU ჩამოვა მერე ჩართე გაზითქო დამიჯერებს

მეორე კონტროლერი მიხედავს თავად სათბვურშI ტემპერატურას, როცა რაღაც დონემდე დაეცემა ჩართავს წყლის ნასოსს, რომელიც ავზიდან ცხელ წყალს გამოიტანს და გაატარებს რადიატორებში.
სათქმელად არც ისე რთული ჩანს, მაგრამ გასაკეთებლად არ არის ადვილი.