ჭკვიანი მაღვიძარა აქვს!

ყველამ ვიცით რომ, არსებობს ღრმა და მსუბუქი ძილის ფაზა.
როდესაც მაღვიძარა გვაღვიძებს ღრმა ძილის ფაზაში, ვიღვიძებთ ცუდ გუნებაზე.
ზოგჯერ შეგიმჩნევიათ თავის ტკივილიც... მოულოდნელი გაღვიძებისას.
ამითომ სასურველია გავიღვიძოთ მსუბუქი ძილის ფაზაში!
დავუშვათ დააყენეთ მაღვიძარა დილის 7:30 წუთზე. 30 წუთით ადრე იწყებს ძილის ფაზის კონტროლს, თუ ამ პერიოდში აღმოაჩენს რომ თქვენ ხართ მსუბუქი ძილის ფაზაში, სამაჯური 3-ჯერ ზედიზედ ვიბრირებს რომ გაიღვიძოთ, თითქოს თვითონ გაგეღვიძათ...
თუ 1 წუთში თქვენ არ ადექით, ისევ 3-ჯერ იმეორებს ვიბრაციას.
თუ თქვენ გააგრძელეთ ძილი, სამაჯური დაყენებულ დროზე (7:30 წუთზე) ისევ 3-ჯერ ზედიზედ ვიბრირებს.
არ გაგეღვიძათ? მეტს აღარ შეგაწუხებთ. ამიტომ სათადარიგო სიგნალი ტელეფონზეც უნდა დააყენოთ რომ სადმე არ დაგაგვიანდეთ...

)))
თუ ამას დავამატებთ, რომ აკონტროლებს თქვენს ფიზიკურ აქტივობას.
ანუ: პულსის კონტროლი; ითვლის ნაბიჯებს; გადაყავს მეტრებში; გამოითვლის დამწვარ კალორიებს;
ნაბიჯებს და სირბილს ერთმანეთისგან არჩევს და შესაბამისად გამოთვლის დამწვარ კალორიებს.
მთლიანი სტატისტიკა გენახებათ ტელეფონში...
- აქვს პატარა მინუსიც: ყავას და ჩაის არ ადუღებს სამწუხაროდ!!!
ჩემი აზრით საკმაოდ სასარგებლო და ლამაზი გაჯეტია ამ ფასში ნამდვილად!
==============================================
მეკუთვნის ახლა მე Xiaomi-გან უფასოდ Xiaomi Mi Band 2 თუ არა?
This post has been edited by ten10 on 28 Jun 2016, 02:32