გახსნით როგორ არ ხსნის. ტექსტად არ აღიქვამს თუ არა. როდესაც mobi ფორმატშია წიგნი, კინდლი მას აღიქვამს როგორც ტექსტს. შესაბამისად შეგიძლია ეგ ტექსტი მოარგო კინდლის ეკრანს. შეგიძლია შეცვალო ფონტი, ზომა, ხაზებს შორის მანძილი და ა.შ.
პდფ-ს კიდე კინდლი არ აღიქვამს როგორც სრულყოფილ ტექსტს. პრობლემა რაშია. A4 ფურცლის დიაგონალი არის 36სმ სადღაც, კინდლის დიაგონალი არის 15.24სმ. ახლა აიღე ერთ-ერთი წიგნის გვერდი, შეკუმშე კინდლის ზომაზე და ამობეჭდე. მიიღებ ძნელად გასარჩევ ტექსტს. კი, შეგიძლია გვერდის სხვადასხვა სეგმენტი გაადიდო, მაგრამ ტანჯვაა კინდლით.
აგერ ნახე ეს ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=EE681moULZ8ნახე რა წიგნებიც გაქვს ისინი epub ან mobi ფორმატში თუ იშოვება. ახალი წიგნები (ინგლისურენოვანი ყოველ შემთხვევაში), თანაც ტექნიკური, თუ პდფ ვერსია არსებობს, როგორც წესი epub-იც არის სადმე.
ზოგადად თუ ამაზონიდან არ აპირებ წიგნების ყიდვას, ან epub/mobi წიგნების გადმოწერას ნეტიდან, პდფ/ვორდისთვის არ ღირს კინდლი.