მოკლედ ასეთია მდგომარეობა ამ წუთისთვის:
- როუტერი გამოვიწერე Archer A9, იაფი არ ღირდა მაგრამ ჩემს საჭიროებებს წესით სრულად გადაწყვეტს. ddwrt/openwrt მხარდაჭერა მგონი არც აქვს, მაგრამ არც ვაპირებ გადაფლეშვას, არ მჭრიდება უბრალოდ.
- IPTV-ს განაწილებას რაც შეეხება, ამ თემის შექმნის მთავარი არსი ის იყო, რომ როუტერის წინ სვიჩი არ დამჭირვებოდა და თავად როუტერს გაეყო IPTV ტრაფიკი (IGMP...) კონკრეტულ პორტებზე. მაგრამ ეხლა როგორც ვფიქრობ ალბათ მაინც ცალკე სვიჩს დავსვამ თავში და IPTV-ს მაქედანვე გავანაწილებ, ჩემს როუტერს საერთოდ ავაცილებ მაგ ფუნქციას. თუ გადავიფიქრე, სვიჩის გარეშეც გამოვალ იდეაში რადგან ზემოაღნიშნულ როუტერს IGMP proxy & snooping ფუნქციონალი გააჩნია.
- ერთ ხაზზე IPTV-ს და ეზერნეტის გატარებას რაც შეეხება, თავიდანვე შემოთავაზებული 4-4 წვერიანი დაყოფა არის ალბათ საუკეთესო გამოსავალი ამ ეტაპზე. იმ ორ ოთახში სადაც ტელევიზორები დგას, 100მბ მყოფნის.
- VLAN-ით წესით ისედაც უნდა გამოდიოდეს, მაგრამ სიმარტივისთვის ამ ეტაპზე 4-4 წვერიან ვარიანტს გავუშვებ და მერე თუ უსაქმურობისგან კიდევ მომინდა მეტი ოპტიმიზაცია, მერე ვეცდები ვიჩალიჩო VLAN-ით გაყოფა.
- ძალიან საკაიფო RJ45-ის სპლიტერები ვნახე:
ეს ერთი ->
https://www.amazon.com/gp/product/B01DJOE4P...1?ie=UTF8&psc=1ეს მეორე ->
https://www.amazon.com/gp/product/B076HD7KF...0?ie=UTF8&psc=1- სახლში ვცდილობ მინიმალურად იყოს ვაიერლესი. 5გჰც დავტოვებ მარტო ალბათ (თუ გაქაჩა), 2.4-იანი შეიძლება სულ გავთიშო. ასევე SSID-ს გავთიშავ და ცალკე Guest network-ის მხარდაჭერაც აქვს ამ როუტერს, რაც შეიძლება გამომადგეს.
- რატომ მინდა (მირჩევნია) გიგაბიტი მქონდეს, მიუხედავად იმისა რომ მაგთის 100-ზე დალიმიტებული 4წვერა შემოდის, ამაზე უკვე დავწერე და წინა პოსტები ნახეთ

- მაგთის ოთხწვერას რაც შეეხება, ტიპებმა "პატივი მცეს" და ყველგან დაარტყეს ჯეკები, და როგორც აღმოჩნდა ყველგან 4 წვერი ქონდათ დაჯეკილი

ანუ ყველა ოთახში მიმავალი ხაზი ავტომატურად დამილიმიტეს. მერე წავაჭერი თავები და 8 წვერი დავჯეკე მეთვითონ ყველგან.
- მაგთის გამანაწილებლიდან სახლში როუტერამდე რა ხაზიც შემოდის, მე ვიყიდე თავიდანვე და ერთი უწყვეტი Cat5e კაბელი მივიყვანე. გამანაწილებელთან ალბათ მაინც 4 წვერი აქვთ დაჯეკილი, მაგრამ ეგ გამოსწორებადია თუ ამათმა ოდესმე 100 მეგაბიტს ააცილეს გლობალი. ერთი იმას ვნანობ Cat6 რო არ ჩავდე, მაგრამ ერთი 10 წელი მინიმუმ გიგაბიტს ვერ უნდა გადავცდეთ წესით

და მერეც სულ რო 8k@60 დასტრიმო ხ.ზ. რაში უნდა დაგჭირდეს კაცს გიგაზე მეტი.
- განსაკუთერბული მადლობა 4/4 გაყოფის იდეის შემოთავაზებისთვის, მიკვირს როგორ ვერ მომაფიქრდა, ხანდახან ურთულეს გზებს ეძებ და ამ დროს გამოსავალი ტრივიალურია

- რო დავასრულებ ყველაფერს მერე დავწერ აფდეითებს რა და როგორ გამოვიდა.