ფორუმზე საკმაოდ ბევრი რამე იდება გასაყიდად, როგორც ვუყურებ, რამდენიმე ადამიანს მაღაზიასავით აქვს და ამუშავებენ. მეც ვყიდი ხოლმე იშვიათად რაღაცეებს, მაგრამ მე მაღაზია არ მაქვს და ძირითადად ახლობლების აპგრეიდიდან მონარჩენ ნაწილებს ვყიდი ხოლმე. ანუ პრაქტიკულად არ ვყიდულობ.
ეხლა დამჭირდა ოპერატიული დდრ4 და რო გადავხედე ფასებს, მეორადი ოპერატიული თბილისში, მიჯდებოდა უფრო ძვირი, ვიდრე ახალი, ჩინეთიდან რომ გამომეწერა. ნუ მეთქი ფორუმია მაინც და წავედი ვაგზალში და გლდანის მაღაზიებში. მანდაც თითქმის იგივე ფასები მითხრეს რაც ფორუმზე, ცოტა უფრო ძვირი კიდეც. ჩავუჯექი მაიმარკეტს, და ჰოი საოცრებავ, ვხედავ რო იქ ბევრად უფრო რეალური ფასებია.
აი მაგალითად, ფორუმზე 2 ცალი 8 გიგაბაიტიანი და 1 ცალი 4 გიგაბაიტიანი გამოდიოდა 250 ლარი. მაღაზიებში გამოდიოდა 270-280 ლარი.
მაიმარკეტზე გამოვიდა 200 ლარი. ასევე მაიმარკეტზე ვიყიდე 2 ცალი 16გბ -იანი სამსუნგის 270 ლარად

ფორუმზე ან მაღაზიებში რო მეყიდა, მინიმუმ 450 ლარი გამოდიოდა

იგივეა მაზერბორდებზეც. B365 -ზე მინდოდა მ2. სლოტით. ფორუმზე რასაც 350 ლარებში ყიდიან, მაღაზიაში 260 ლარი ღირს

მაიმარკეტზე ვერ ვნახე მაგრამ ჩინეთიდან გამოვწერე და 140 ლარი მივეცი

აქ მახსოვს ადრე თემა იყო, ვიღაცეები ტიროდნენ, მაიმარკეტი გვძირავსო.
მაიმარკეტი კი არ გძირავთ, რეალური ფასები დაადეთ, მინიმალურ მოგებაზე მაგრამ ბრუნვაზე იმუშავეთ და იქნებით წარმატებული.
მე რასაც ვდებ ხოლმე, 10-15 წუთში იყიდება და ის კი არა, ვარჩევ ხოლმე ვის მივყიდო
ეხლა ამ დღეებში 512გბ -იან სსდ-ს დავდებ ისეთ ფასში, 1 საათში რო გაიყიდება.
ასე რომ, დაადეთ რეალური ფასი, და საბოლოო ჯამში, ყველა მოგებული დარჩება.