#62077919 · 19 May 2025, 16:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
-დაიწყე ფიზიკის ბეიზიქიდან -გადადი ასევე ქიმიის ბეიზიქზე -მათემატიკური ცოდნა და სქილი უნდა გქონდეს ასევე უნდა გესმოდეს ელექტრონების მოძრაობის ზოგადი პრინციპები
ეს ზუსტად ის ქეისია სადაც მარტო კოსინუსი და სინუსი კი არა ტანგენსი და მეტიც დაგჭირდება. ნუ ეს მოვაყოლე იმ ყბადაღებულ იუმორს ამდენი წლის ვარ და ჯერ ვერ გამოვიყენეო რომ უბნობენ მავანნი
აქ ჯერ მიხვდები საერთოდ რა ხდება პროცესში, როდესაც რამეს ქმნი ან ცდილობ შეაკეთო.
აქედან დაამატე boolean ალგებრა და ზოგადად ლოგიკ გეითებზე წაიბვარჯიშე ცოტა. არაფერი სასწაული არაა პრინციპში მარტივად მიხვდები.
აქ უკვე ზოგადად რა პრინციპით ფუნქციონირებს 0 და 1 უნდა ხედავდე.
შემდეგ გადახედე თეორიას თუ რა ხდება როდესაც პულსირებად სიგნალს გზავნი გამტარში. ანუ მაღალ სიხშირეზე რა ეფექტები ხდება და როგორ აირიდო თავიდან და რატომ.
ამის შემდეგ გადადი უკვე კომპონენტების შესწავლაზე და რომელი რისთვის გამოიყენება. ზოგად ფუნქციებს რომ ისწავლი მერე უკვე გადადი კონკრეტულ ფორმულებზე რაც ამა თუ იმ კომპონენტის დიმენზიონირებაში გჭირდება.
ამ ყველაფერს ჟილკა, მოთმინება და დრო გამოცდილებისთვის
თუ პირდაპირ კომპონენტებიდან დაიწყებ გაგიჭირდება კარგად გაგება
|