რამე ჩეპე რომ მოუვა და გახვრიტავს პლატასაც და ვიდეოკარტასაც, თანაც ისე რომ გაცოცხლების შანსსაც არ დაუტოვებს, მაგაზე როგორაა გარანტია?
ვცდილობ წარმოვიდგინო, რომ მიდის მაღაზიაში კაცი და ეუბნება, იცით, მე თქვენგან კვების ბლოკი ვიყიდე 200 ლარად რომელიც დაიწვა და თან გაიყოლა 5-6 ათასი ლარის დეტალები, გარანტია ხომ მაქვს კვცებაზე და დამიბრუნეთ 6200 ლარი
იაფდება ის დეტალი რომლის წარმოებაც იაფდება ან წარმადობა იზრდება/ ტექნოლოგიურად იხვეწება ახალი მოდელი, კვებებში რამე მოხდა უახლოეს 5 წელიწადში რომ 5 წლის წინანდელი კვება ლარში 3 კონა გამხდარიყო?

ნორმალური მწარმოებლის ნორმალური მოდელები რაც ღირდა 5 წლის წინ და ზოგიერთი ეხლაც იწარმოება ან არის საწყობში შემორჩენილი, იგივე ან ხშირად უფრო ძვირიც ღირს დღეს, რადგან ბოლო 4-5 წელიწადში ბევრი რამე უბრალოდ გაძვირდა, კვების ბლოკი კიდევ ვიდეოკარტა ან პროცესორი არაა გუშინ ყოფნიდა რაღაც თამაშს და დღეს აღარ ყოფნის, გამოვიდა სხვა იგივე ვატიანი და ის ყოფნის, ამიტომ ძველი უნდა გაიაფდეს აუცილებლად

კიდევ ერთხელ; ახალი რომ ჯობია მეორადს მაგაზე არავინ დავობს, მაგრამ იმ ახალს და მეორადს გააჩნია, ერთი რახან ახალია და მეორე მეორადი, არ ნიშნავს რომ ერთი მეორეს ჯობია, არის ნიუანსები რომელიც გასათვალისწინებელია
გაწევრიანდით ფეისბუქ ჯგუფებში კომპ/ტექნიკის ყიდვა გაყიდვა-დახმარებაზე რომლებიცაა და დაითვალეთ კვირაში რამდენი "1 წლის წინ ნაყიდი ახალი კვება" ფუჭდება, ან უბრალოდ ერთ დილას უარს ამბობს ჩართვაზე და მარჩიელობენ "გუშინ მუშაობდა რა უნდა დამართნოდა"

ახალი ნორმალური კვება მაღაზიაში საკმაოდ ძვირია, მაგიტრომაც მაგას ყიდულობს 1-2%, ეგეც კარგ ვარიანტში
ტოპ სეგმენტი საერთოდ არაა მგონი, 1-2 ცალი ასუსის კვება თუ უდევთ ისიც კილოვატი 1000+ ლარი რომ ღირს ეგეთი, ამიტომ ჩემი აზრით შედარება ნორმალურ მეორადსა და ნაგავ ახალს შორის იმ მიზეზით რომ ფასი ერთია, ცოტა არ იყოს უადგილოა, თუ ადარებ +- ერთი კლასის უნდა შეადარო და მერე გადაწყვიტო პირობითად ახალის ყიდვა ჯობია 100 ლარად თუ მეორადის 70 ლარად
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”