მხეცო ცისკოშნიკებო, ბარემ ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.
დიდი ხანია ცისკოსთვის ხელი არ მიხლია. ჰოდა გადავწყვიტე GNS3-ზე დამეწყო ცოტა ვარჯიში და რაღაცეების გახსენება.
გავაკეთე უმარტივესი ქსელი, რომელიც სქრინზეა მოცემული:
ცისკოში მხოლოდ გავუწერე ეს:
interface FastEthernet0/0
ip address 10.1.1.1 255.255.255.0
duplex half
!
interface FastEthernet1/0
ip address dhcp
duplex half
ჰოსტს კი 10.1.1.1.2 IP დავადე
და გეითვეი 10.1.1.1
და ჰოსტიდან 8.8.8.8 დაიპინგა როუტერზე ყოველგვარი ნატის კონფიგურაციის გაწერის გარეშე.
ნუ, nat translation-ებში არაფერს არ მიწერს:
R1#sh ip nat tra
R1#
R1#
R1#
შემდეგ გავუწერე მარტივი ნატის კონფიგურაცია:
interface FastEthernet0/0
ip address 10.1.1.1 255.255.255.0
ip nat inside
ip virtual-reassembly in
duplex half
!
interface FastEthernet1/0
ip address dhcp
ip nat outside
ip virtual-reassembly in
duplex half
!
!
ip nat inside source list 1 interface FastEthernet1/0 overload
!
access-list 1 permit 10.1.1.0 0.0.0.255
ამის შემდეგ translation-ები წამოვიდა:
R1#sh ip nat tr
Pro Inside global Inside local Outside local Outside global
icmp 192.168.61.129:25913 10.1.1.2:25913 8.8.8.8:25913 8.8.8.8:25913
icmp 192.168.61.129:26169 10.1.1.2:26169 8.8.8.8:26169 8.8.8.8:26169
კითხვა: Nat-ის კონფიგის გაწერამდე ჰოსტი მაინც რატომ გავიდა ინტერნეტში?