Redrezoჩატვირთვადობაში დისკის ჩაწერვადობას არ ვგულისხმობდი!
http://www.answers.com/topic/bootable-disk ამაზე ვწერდი. ანუ, იმისთვის რომ ოპერაციული სისტემა (შენს შემთხვევაში კნოპიქსის ლაივ იმიჯი) ჩაიტვირთოს (ანუ გახდეს ჩამტვირთავი) საჭიროს ეგ კნოპიქსის *.ISO ფაილი (ანუ იმიჯი) რომელიც მანდ გიგდია ჩაიწეროს დისკზე სპეციალური გზით/ფორმატით და არა ჩვეულებრივად. ეგ სპეციალური გზით/ფორმატით ჩაწერა აძლევს კომპიუტერს საშუალებას ჩართვისას ამოიცნოს რომ CD/DVD ბრაივში ჩადებული დისკი ჩამტვირთავია და მისგან ჩაიტვირთოს. თუ როგორ ჩაწერო NERO-ს საშუალებით ასეთი დისკი შეგიძლია
აქ წაიკითხო. თუ ნერო[ნი] არ გეხატება გულზე,
CDBurnerXP-სთვის ინსტრუქციები დავდე
აქ. ხომ, CD-ზე დაახლოებით 702 მეგაბაიტზე დიდი იმიჯი არ ჩაეტევა, თუ ISO ფაილი მეტს იწონის, მოგიწევს DVD დისკზე ჩაწერო.
თუ ჩაწერამ უპრობლემოდ ჩაიარა, მაგრამ რესტარტის შემდეგ მაინც ვერ იტვირთები კნოპიქსში, დააზუსტე რომ BIOS-ში პირველ ჩამტვირთავ მოწყობილობად (bootable device) მონიშნულია შენი დისკების წამკითხავი/ჩამწერი. ბიოსში შესასვლელად კომპის ჩართვისას უნდა დააჭირო სპეციალურ ღილაკ(ებ)ს, ჩვეულებრივ ეს არის 'Delete' ან 'Esc'. მეტი ინფოსთვის წაიკითხე ეს სტატია ვიკიპედიაზე:
http://en.wikipedia.org/wiki/BIOSდა კიდევ: ყოველთვის გირჩევდი გამოიყენო ოპ. სისტემის (კნოპიქსის, ამ შემთხვევაში) უახლესი ვერსია, თუ რათქმაუნდა ამის არ გასაკეთებლად რაიმე განსაკუთრებელი მიზეზი არ გექნება (მაგალითად ახალი ვერსიის არასტაბილურობაზე ინფორმაცია).
P.S. როგორ ამახინჯებს მობილით მესიჯების წერა ადამიანის ბეჭდვით ჩვეულებებს, პირდაპირ ტრაგიკულია

არადა ეს საშინელება უკვე მასობრივ ხასიათს ატარებს! "ჩამცერავია", "ჩაცერას', "ჩავცერე", "ცავიდა" ...
This post has been edited by gearge on 19 Dec 2008, 19:04