მოგესალმებით კეთილო თანაფორუმელებო!

მოკლედ მე, ყოველმხრივ წყეულმა და ბნელმა Windows-შნიკმა, დღეს ჩემს კომპიუტერზე დავაყენე Red Hat Enterprise Linux AS3 აი ეს...
კიდე კაი გრაფიკული გარემო დამხვდა, თორე სულ ერთ ადგილზე ფეხების რტყმით გამოვიქცეოდი!

ხოდა ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, და ვსაჭიროებ თქვენს ღრმა და საფუძვლიან დახმარებას, რათა ჭეშმარიტად დავრწმუნდე, რომ Millions Of Opened Minds Can Not Be Wrong

ჯერ მოდით ყველაზე მთავარ კითხვებს დავწერ და დანარჩ ნი დროთა განმავლბაში გამოჩნდება.
კითხვა #1: ntfs ფართიშენების დამაუნთება (ეს სიტყვა ვიცი, მაგარი ვარ

) მოსულა, თუ მარტო fat32-ის? და თუ კი, მაშინ როგორ? ბრძანება ვიცი რომელიცაა, მარა ფორმატი არ ვიცი როგორია... შემიბრალეთ....
კითხვა #2: მაქვს ონლაინის 50 ლარიანი aDSL-ი, ხოდა მიდგას ზიქსელის USB მოდემი, დავრეკე დღ ს ონლაინში და ჩემს ფეხებს გექნება მაგ მოდემზე ინტერნეტიო ასე მითხრეს და მაინტერესებს, მააქვს შანსები რომ ლინუქსში ინტერნეტი მქონდეს? (პრინციპში ამაზეა დამოკიდებული ლინუქსის ყოფნა არყოფნის ამბავი

)
კითხვა #3: და ბოლოს, ძალიან რომ არ შეგაწუხოთ ხოლმე, რამე ლინკი მმასწავლეთ, რომ დავქაჩო ელექტრონული წიგნი Linux i 21 days ან მსგავსი სათაურ/შინაარსის, ყველაზე დამწყები და გაუნათლებლებისთვის

აბა ველი თქვენს დახმარებას!